ოჰაიოს შტატის ქალაქ ტოლედოს ცნობილი უნივერსიტეტის (დაარსებულია 1872 წელს, დღეისთვის სწავლობს 23000 სტუდენტი) საათიანი კოშკის სახურავზე შავარდნებმა დაიბუდეს. მტაცებლების ეს წყვილი ადრევე იყო დარგოლილი, ამჯერად კი შტატის ბუნებრივი რესურსების სამმართველოს თანამშრომლები შავარდნების ოჯახს მათი ნაშიერის დასარგოლად ეწვივნენ. მართვეს ხელში აყვანის შემდეგ დედა შავარდენი მთელ ჯგუფს თვალის დახამხამებაში დააცხრა თავს. ოპერაცია კი უმსხვერპლოდ მხოლოდ იმიტომ დასრულდა, რომ ორნითოლოგები ჩაფხუტებითა და სპეციალური ფარებით იყვნენ აღჭურვილნი - მათ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი არსების (შავარდენი ჰაერში მსხვერპლზე პიკირებისას 350 კმ/სთ სისწრაფეს ავითარებს!) რამდენიმე ათეული ელვისებური შეტევის მოგერიება მოუხდათ - ჭანგების გააფთრებული კაკუნი ჩაფხუტებსა და ხის ფარებზე მთელ არემარეზე ისმოდა...