ვირი პუატუ საფრანგეთში მობინადრე ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. ამის მიუხედავად, ის დღემდე ნაკლებადაა ცნობილი. ითვლება, რომ ის ქვეყანაში მოხვდა რომაელებთან ერთად, რომლებიც ვირს გრძელი ბეწვისა და მაღალი შრომისუნარიანობის გამო აფასებდნენ. პუატუ სხვა ჯიშის სახედრებს შორის ზომით ყველაზე დიდია და, რაც მთავარია, სიჯიუტე არ ახასიათებს.