პრიმატების ქცევისა და ენის შემსწავლელ ექსპერტს, ცნობილ მეცნიერს, დოქტორ სიუ რუმბოს ათეული წლებია, რაც 8 ჯუჯა შიმპანზე, ანუ ბონობო ჰყავს. მათგან 31 წლის კანზი განსაკუთრებით ნიჭიერია.ბონობოების უნარი - შრომის იარაღად გამოიყენონ ტოტები, ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ რასაც კანზი ახერხებს, სრულიად ცვლის წარმოდგენას პრიმატების შესაძლებლობებზე.
ის ჯერ ფიჩხს აგროვებს, მერე ამტვრევს, ერთად ახვავებს და ცეცხლის დასანთებად ამზადებს. ასანთს უკიდებს და ფრთხილად ანთებს კოცონს. როცა ცეცხლი გაღვივდება, თავდაჯერებით მოაქვს მაყალი, ზედ ტაფას დებს და კერძს გამოცდილი მზარეულივით იმზადებს ბრტყელი ჩამჩით, რომელსაც კოვზადაც ხმარობს...
"კანზის პატარაობისას არაერთხელ აქვს ნანახი ფილმი "ცეცხლისთვის ბრძოლა" - უძველესი ადამიანების შესახებ. ჩვენს ექსპედიციებში კი კერძის მოსამზადებლად კოცონის დასანთებად აუცილებელი ჩვევები უკვე 5 წლისამ აითვისა. მის ხელში ასანთის დანახვისას ადამიანები ჯერ ფრთხებიან, მაგრამ როდესაც ხედავენ, რომ მაიმუნის სრულიად გააზრებული ქმედება საერთოდ არ განსხვავდება ჩვენი საქციელისგან, ცხადია, აღარ ეშინიათ", - ამბობს მეცნიერი.