კენიაში ხშირად ნახავთ მოშინაურებულ აფთრებს. საერთოდ, აფრიკაში ზოლიან აფთრებს უძველესი დროიდან იშინაურებენ, ეს ძველი ეგვიპტის ისტორიიდანაცაა ცნობილი. აფთარი იოლად შინაურდება, მისი გაწვრთნა ადვილია და, რაც მთავარია, ძაღლზე არანაკლებ, თუ მეტად არა, ერთგულია პატრონისა. ის სანადიროდაც დაჰყავთ და მრისხანე დარაჯიცაა.