კენიაში ხშირად ნახავთ მოშინაურებულ აფთრებს. საერთოდ, აფრიკაში ზოლიან აფთრებს უძველესი დროიდან იშინაურებენ, ეს ძველი ეგვიპტის ისტორიიდანაცაა ცნობილი. აფთარი იოლად შინაურდება, მისი გაწვრთნა ადვილია და, რაც მთავარია, ძაღლზე არანაკლებ, თუ მეტად არა, ერთგულია პატრონისა. ის სანადიროდაც დაჰყავთ და მრისხანე დარაჯიცაა. მტაცებელ ძუძუმწოვარ ცხოველებს შორის აფთარს ყველაზე მძლავრი ყბები აქვს - კამეჩის დიდ ძვლებსაც ადვილად ამტვრევს, მას ლომებიც უფრთხიან. საგულისხმოა, რომ აფთარს "დისციპლინისადმი" თანდაყოლილი მიდრეკილება აქვს - ამ ცხოველების კლანებში უმკაცრესი მატრიარქატია, ძუ აფთარი, ლომებისგან განსხვავებით, ნადავლთან პირველად პატარებს უშვებს.