ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში სამფეხა ხბო დაიბადა. პირუტყვის პატრონის, რეზო ღლონტის განცხადებით, ხბო მალევე მოკვდა. ნაყოფი ცხრათვიანი იყო, თუმცა, ანომალიური - უკანა ორი ფეხი ზურგზე ჰქონდა ამოზრდილი, მხოლოდ ერთი - წინა ფეხი ჰქონდა, მეოთხის ადგილზე კი მხოლოდ ღრუ შეიმჩნეოდა.