ქალაქს ჯერ კიდევ ახსოვს მეფეთ უბანში, „ზუსტი მეცნიერების უბადლოდ მცოდნის" ცნობილი მინაწერი: „1+1=3". ეს სხვა ფაქტებთან შედარებით არაფერია, ყოვლისმომსწრე ქუთაისში არც სხვა ობიექტები დარჩენილა ყურადღების გარეშე. განსაკუთრებით პოპულარულია კედლის მინაწერები.
ამ „წყაროებზე" დაყრდნობით, თავისუფლად შეიძლება შეიტყო მეგობრობის, სიყვარულის, სიძულვილის სიგრძე-სიგანის შესახებ. ასევე ადვილი დასადგენია ახალგაზრდების მუსიკალური გემოვნება, სპორტის საყვარელი სახეობა თუ საკუთარი წარმომავლობა. ამ ინფორმაციის მოძიება მოსაცდელებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშია შესაძლებელი.