მეცნიერებმა შექმნეს ხორცის სრულფასოვანი შემცვლელი, რომელიც არაფრით არ განსხვავდება ხორცისგან, როგორც გემოვნებით, ასევე გარეგნული თვისებებით. ფსევდოხორცი 100 პროცენტით შეიცავს ბოსტნეულს.
ევროპული პროექტის მონაწილეების თქმით, პროდუქტი ეკოლოგიურად უსაფრთხოა და ხორცის მოყვარულების დაკმაყოფლიებასაც შეძლებს.
ფლორიან უაილდის მტკიცებით, მათი მიზანი იყო შეექმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნება კალორიული და სასარგებლო, ამასთან ვეგეტარიანელებს დაანაყრებს.
ვენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომლებიც საკვები პროდუქტების შექმნაზე მუშაობენ, ასევე შექმნეს კიდევ ერთი ვეგეტარიანული ხორცის სახეობა. მეცნიერების თქმით, მინი ფაბრიკაში გამოშვებული ხორცის ფურცლები 1 სანტიმეტრის სისქისაა და მათი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი კერძის მომზადების დროს. ამ გამოგონებით, მათი თქმით, მომხმარებლები კმაყოფილნი დარჩებიან.