მანუელ ფრანცისკო დოს სანტოსი, ალბათ, ეს სახელი არაფერს გეუბნებათ, მაგრამ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იციან ლეგენდარული ფეხბურთელის გარინჩას შესახებ. მანუელ ფრანცისკო დოს სანტოსი, სწორედ ეს არის გარინჩას სრული სახელი და გვარი.
ლეგენდარული ფეხბურთელი ცნობილია ბურთის განუმეორებელი კონტროლით, აბსოლუტურად ყველა ფინტის ორიგინალურად, ელეგანტურად და როგორც ბევრი იმდროინდელი მცველი ამბობდა, "მომაკვდინებლი" შესრულებით. ბრაზილიელებისთვის დამახასიათებელია ბურთზე კონტროლი და მისი შეუდარებელი ფლობა, მაგრამ გარინჩა მაინც განსაკუთრებული ფენომენი იყო. ის ბავშვობიდან აკვირვებდა ყველას თუ როგორ ახერხებდა ასე მოხდენილად ბურთის თამაშს ბიჭი, რომელსაც დაბადებიდან ერთი ფეხი მეორეზე 6 სანტიმეტრით მოკლე ჰქონდა.