ოკუპირებულ აფხაზეთში ბრაკონიერობის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალებს საქართველოს შესაბამისი უწყებები საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაუგზავნიან.
საქართველოსა და საერთაშორისო წითელ წიგნში შეტანილ სახეობებზე ნადირობა კატეგორიულად აკრძალულია.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ჩამოსული მონადირეები ძირითადად დაცულ ტერიტორიებსა და ნაკრძალებში ნადირობენ. "კურიერის" მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, რომელიც რუსმა მონადირეებმა თავად გადაიღეს, კარგად ჩანს ის იარაღიც, რომლითაც ისინი წითელ წიგნში შეტანილ სახეობებს ანადგურებენ. დრაგუნოვის სისტემის სნაიპერული შაშხანა 20-ზე მეტი ქვეყნის არმიის შეიარაღებაშია.
უკანონო ნადირობას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული ტურისტული სააგენტოები უზრუნველყოფენ. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში უკანონო ნადირობის კონკრეტული ფაქტებიც აქვთ.