გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2010 წელს, სტალინის სახელობის ცენტრალურ პარკში გამართული მცირე ზოოპარკიდან დათვები გაქრა. ერთ-ერთი დათვი ახალი წლის წინა დღეებში დაკლეს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ჭამეს. ორი მამრი დათვი ერთ გალიაში მოათავსეს, ერთმანეთი დაასისხლიანეს და მერე იძულებული გახდნენ, სასიკვდილოდ ნაცემი ერთ-ერთი დათვი დაეკლათ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური მხოლოდ ერთი დათვის შესახებ ფლობს ინფორმაცას. ნათია ხაჩიურის თქმით, ე.წ. ,,ახალბაღის” ზოოპარკში დათვის ადგილი არ იყო და ის ახალციხის ზოოპარკში გაგზავნეს. ჩვენს კითხვაზე, რა ბედი ეწია მეორე დათვს, ნათია ხაჩიურმა გვითხრა, რომ ადრე პატარა დათვი ჰყავდათ და ,,ისიც მგონი ახალციხის ზოოპარკში გაგზავნეს. სხვა ინფორმაცია არ მაქვს” – ასკვნის პრესსამსახური.
2010 წელს გორის ზოოპარკის მშენებლობისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 000 ლარი დაიხარჯა.
ამჯერად, გორის ზოოპარკში არწივია შემორჩენილი და, როგორც დამთვალიერებლები ამჩნევენ, დიდი დღე არ უწერია.
დაწვრილებით...
|