კანადელმა, პროფესიით დიეტოლოგმა მელანი ჰესკეტმა ყველაფერი იღონა, რათა საკუთარი თინეიჯერი შვილები ”მაკდონალდსის” საკვებისგან დაეცვა.
მელანიმ, რომელიც ონტარიოს პროვინციიდანაა, ექსპერიმენტი ჩაატარა: სწრაფი კვების რესტორნის ჩისბურგერი სამზარეულოში ერთი წლით შეინახა. აღმოჩნდა, რომ ერთი წლის წინანდელი ჩისბურგერი კვლავაც ისე გამოიყურება, როგორც ახალი.