კახეთში გველმა მამაკაცი დაკბინა. ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ქვეწარმავალმა 62 წლის შენგელი ახალკაციშვილს მინდორში მუშაობისას უკბინა. დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ყვარლის რაიონის საავადმყოფოში აღმოუჩინეს. შემდგომში კი, ექიმების გადაწყვეტილებით, მამაკაცი დილის 8 საათისათვის კატასტროფის ცენტრის რეანიმობილით თბილისში გადმოიყვანეს. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ისინი მოსახლეობას ურჩევენ მსგავსი შემთხვევების დროს აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ნაკბენი დამოუკიდებლად არ დაამუშაონ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!