2011 წლის 26-30 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ეგიდით ტარდება საერთაშორისო კონფერენცია "კავკასიის მტაცებელი ფრინველები და ბუსნაირები” "BIRDS OF PREY AND OWLS OF CAUCASUS”. კონფერენციის უმნიშვნელოვანესი მიზანია კავკასიის რეგიონში და მეზობელ ქვეყნებში მომუშავე სპეციალისტების ურთიერთდაკავშირება და მათ მიერ ჩატარებული კვლევებისა და ნაშრომების შესახებ ინფორმაციის გავრცელება-გაცვლა. კონფერენციის ორგანიზატორების ინტერესებშია, გაუმჯობესდეს მტაცებელ ფრინველთა შესწავლისა და დაცვის დონე და ინფორმირება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. კონფერენციის მსვლელობის პერიოდში მოხდება მტაცებელი ფრინველების მრავალწლიანი შესწავლის შედეგების შეჯამება. კონფერენციის პლენარულ სხდომებზე და სექციებზე დაგეგმილია შემდეგი თემები: ფაუნა, გავრცელების არეალი, რიცხოვნობა, მტაცებელი ფრინველებისა და ბუსნაირთა პოპულაციების თანამედროვე მდგომარეობა კავკასიასა და მიმდებარე ტერიტორიებზე; მობუდარი ფრინველების ბიოლოგია; მიგრაციები და ზამთრობა; მტაცებელი ფრინველების პრაქტიკული მნიშვნელობა და დამჭერი ფრინველებით ნადირობა; დაცვის პრობლემები. კონფერენციის მიმდინარეობის პროცესში იმუშავებს "მრგვალი მაგიდა", რომელიც მიეძღვნება ისეთი პრობლემების განხილვას, როგორიცაა მტაცებელი ფრინველები და ბუსნაირები მაღალმთიან ეკოსისტემებში; პოპულაციის მონიტორინგი (არეალებისა და რიცხოვნობის დინამიკა, მეთოდოლოგიური საკითხები, მონაცემთა ბაზების შექმნა, პოპულაციების ისტორია, დემოგრაფია და სხვ.), ფრთოსანი მტაცებლების შესწავლის ახალი მეთოდები; იშვიათი სახეობები; მტაცებელი ფრინველების პრაქტიკული გამოყენება; დამჭერი ფრინველებით ნადირობა. კონფერენციის მიმდინარეობის პროცესში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებებ:
– ექსკურსია აბასთუმნის ობსერვატორიაში 26.10.11 - 15.00-19.30
– ექსკურსია მესხეთის ქედზე 27.10.11 - 14.00-19.30
– ექსკურსია - გოდერძის უღელტეხილი 28.10.11 - 8.30 - 14.00
– ექსკურსია - ვარძია, ხაერთვისი, ვანის ქვაბები და თმოგვის ციხე 29.10.11 - 9.00-19.00
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღების მსურველები დაგვიკავშირდნენ მისამართზე: E-mail: bazieri@rambler.ru
წყარო:
|