2011 წლის 26-30 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ეგიდით ტარდება საერთაშორისო კონფერენცია "კავკასიის მტაცებელი ფრინველები და ბუსნაირები” "BIRDS OF PREY AND OWLS OF CAUCASUS”. კონფერენციის უმნიშვნელოვანესი მიზანია კავკასიის რეგიონში და მეზობელ ქვეყნებში მომუშავე სპეციალისტების ურთიერთდაკავშირება და მათ მიერ ჩატარებული კვლევებისა და ნაშრომების შესახებ ინფორმაციის გავრცელება-გაცვლა. კონფერენციის ორგანიზატორების ინტერესებშია, გაუმჯობესდეს მტაცებელ ფრინველთა შესწავლისა და დაცვის დონე და ინფორმირება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. კონფერენციის მსვლელობის პერიოდში მოხდება მტაცებელი ფრინველების მრავალწლიანი შესწავლის შედეგების შეჯამება. კონფერენციის პლენარულ სხდომებზე და სექციებზე დაგეგმილია შემდეგი თემები: ფაუნა, გავრცელების არეალი, რიცხოვნობა, მტაცებელი ფრინველებისა და ბუსნაირთა პოპულაციების თანამედროვე მდგომარეობა კავკასიასა და მიმდებარე ტერიტორიებზე;
დაწვრილებით...
|