|
დავით თელია „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ბევრ საინტერესო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ბრაკონიერებზე მეტად, ფრინველებს ზიანი სოფლის მეურნეობამ მოუტანა.
– ნადირობაზე გული ამიცრუვდა, რადგან ყველა მხრიდან შეგვბოჭეს, ნაკრძალში მონადირეებს არ უშვებენ მტაცებლების გამოსახშირად.
კომუნისტური რეჟიმის დროს, ტურაში გვაძლევდნენ 30 მანეთს, მგელში – 30 მანეთს, კვერნაში 20-ს.
მაშინ მონადირე პროფესია იყო, ნადირიც იყო, ცხოველებსა და ფრინველებს საკვებიც ჰქონდათ.
|