ძაღლების ჭირის, ადენოვირუსული ინფექციების, პარვოვირუსული და კორონავირუსული ენტერიტების, ლეპტოსპიროზისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა
ზოგადი ცნობები : ვაქცინა ძაღლების ჭირის, ადენოვირუსული ინფექციების, პარვოვირუსული და კორონავირუსული ენტერიტების, ლეპტოსპიროზისა და ცოფის წინააღმდეგ (მულტიკანი-8).
ვაქცინა წარმოდგენილია ორი კომპონენტით:
- მშრალი (ლიოფილიზირებული), რომელიც შეიცავს ძაღლების ჭირის ვირუსის, ძაღლების მე-2 ტიპის ადენოვირუსის, ძაღლების პარვოვირუსისა და კორონავირუსის ატენუირებულ საწარმოო შტამებს გამოშრობის გარემოთი;
- თხევადი, რომელიც შეიცავს გოგირდის ჯგუფის Сanicola და Icterohaemorrhagiae ლეპტოსპირების ინაქტივირებულ შტამებს, ცოფის ვირუსის ინაქტივირებულ საწარმოო შტამს და ალუმინის ჰიდრომჟავას ადიუვანტის სახით.
ლიოფილიზირებული კომპონენტი წარმოადგენს მოყვითალო-მოვარდისფრო ფერის მშრალ ერთგვაროვან წვრილფორიან მასას. თხევადი კომპონენტი წარმოადგენს ვარდისფერ ერთგვაროვან სუსპენზიას ფლაკონში ნალექით, რომელიც შენჯღრევისას იქცევა ჰომოგენურ ნარევად.
ბიოლოგიური თვისებები
ძაღლებში ვაქცინა იწვევს ჭირის, ადენოვირუსული ინფექციების, პარვოვირუსული, კორონავირუსული ენტერიტების, ლეპტოსპიროზისა და ცოფის მიმართ იმუნიტეტის ფორმირებას იმუნიზაციიდან 2-3 კვირაში, რომელიც მოზარდეულში გრძელდება 6-8 თვე, მოზრდილებში 12-15 თვე. ვაქცინა არის უვნებელი და არეაქტოგენური, არ გააჩნია სამკურნალო თვისებები.
გამოყენების წესი.. ვაქცინა გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით ძაღლების ჭირის, ადენოვირუსული ინფექციების, პარვოვირუსული და კორონავირუსული ენტერიტების, ლეპტოსპიროზისა და ცოფის იმუნიზაციისათვის.. ვაქცინაციას ექვემდებარება მხოლოდ კლინიკურად ჯანმრთელი ცხოველები. დაუშვებელია ვაქცინაციის ჩატარება ძაღლების მაკიანობის ბოლო თვეში და მშობიარობიდან პირველ თვეში, ასევე დეჰელმინთიზაციიდან 7 დღის განმავლობაში და ქლორისა და ფოსფორის შემცველი პრეპარატებით დამუშავებიდან 14 დღის განმავლობაში.
ლეკვებში ვაქცინა შეყავთ 8-10 კვირის ასაკში და განმეორებით 21-28 დღეში. ლეკვების რევაქცინაცია ტარდება 10-12 თვის ასაკში. მოზრდილ ძაღლებში ვაქცინა შეყავთ წელიწადში ერთხელ.
გამოყენების წინ ვაქცინის ლიოფილიზირებული კომპონენტი იხსნება თხევად კომპონენტში, ინჯღრევა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამოყენებისას უნდა გამოირიცხოს ვაქცინის კომპონენტების ნალექის სახით გამოყოფა. უმნიშვნელო გაუხსნელი ნალექის არსებობისას ვაქცინას 3-5 ჯერ უტარდება პიპეტირება ფლაკონში შპრიცის გამოყენებით ერთგვაროვანი ჰომოგენური ნარევის მიღებამდე.
ასეპტიკისა და ანტისეპტიკის წესების დაცვით ვაქცინა შეყავთ კუნთში ბარძაყის არეში დოზით 2,0 სმ3 გახსნისთანავე. ძაღლების პატარა და დეკორატიული ჯიშების აცრა ხდება დოზით 1 სმ3.
მითითებული გამოყენების სქემები გამორიცხავს სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბებას.
ინექციის ადგილზე შესაძლებელია შეშუპების გამოვლენა, რომელიც სწრაფად ქრება.
ცალკეულ ცხოველებში ვაქცინის შეყვანის ადგილზე ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში მათ მოსახსნელად გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები.
დაუშვებელია ვაქცინის გამოყენება ერთ შპრიცში სხვა ბიოპრეპარატებთან და სამკურნალო საშუალებებთან.
ვაქცინირებული ცხოველების სისხლის შრატის გამოკვლევა არ ტარდება მიკროაგლუტინაციის რეაქციაში (მარ) ლეპტოსპირების მიმართ ანტისხეულების არსებობაზე ვაქცინის შეყვანიდან 2 კვირის განმავლობაში.
ვაქცინის შენახვა და ტრანსპორტირება ხდება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე 2-80C ტემპერატურის პირობებში.
ვაქცინა შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვაქცინის ვარგისიანობის ვადა შეადგენს 18 თვეს მისი დამზადების დღიდან.
შეფუთვა: ვაქცინის მშრალი და თხევადი კომპონენტები გამოდის მოცულობით 1,0 და 2,0 სმ3, შესაბამისად, 3,0 სმ3 ტევადობის ფლაკონებში ან ამპულებში. ფლაკონები დაცობილია რეზინის საცობით, რომელიც დამაგრებულია ალუმინის თავსახურით, ამპულები ჰერმეტულად შედუღებულია. ფლაკონი (ამპულა) შეიცავს ვაქცინის ერთ დოზას. თხევადი კომპონენტი არის მშრალის გამხსნელი.
ფლაკონი (ამპულა) წარმოდგენილია მუყაოს (პლასტიკური) კოლოფის ან ბლისტერის შეფუთვაში.
თითო კოლოფში მოთავსებულია ვაქცინის გამოყენების ინსტრუქცია.
მწარმოებელი: ნარვაკი,რუსეთი
წყარო: http://megavet.ge/?p=143
|