მთავარი » 2016»ოქტომბერი»20 » ბაზიერობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
17:25:49
ბაზიერობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ბაზიერობა (დამჭერი მტაცებელი ფრინველით ანუ ბაზით ნადირობა).“ – აღნიშნულია სააგენტოს დირექტორის მიმდინარე წლის 11 ოქტომბრის ბრძანებაში, რომელსაც ხელს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ლომიტაშვილი აწერს.
ბრძანება გუშინ, 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა და შესაბამისად ძალაში შევიდა. ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა, ხოლო სააგენტოს იურიდიულ სამსახურს – მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!