ახალტეკინური ცხენის ისტორია ჩვ.წ.აღ-მდე 7-6 საუკუნეებიდან მოდის. დროთა განმავლობაში, მკაცრმა ბუნებრივმა პირობებმა, ის უფრო ძლიერი გახადა. ეს სახეობა ამტანი, ძლიერი და გარეგნულად ულამაზესია. მას შეუძლია უდაბნოს დიდი ნაწილი გაიაროს წყლისა და საკვების გარეშე.
ძველ დროში, ამ ჯიშის ცხენი მეტად ფასობდა, ვიდრე ქალები და ბავშვები. სწორედ მასზე იყო დამოკიდებული პატრონის ბედი. საომარი მოქმედებების დროს, მას შეეძლო ორი ზრდასრული მამაკაცი სამშვიდობოს გამოეყვანა, რაც შეიძლება სწრაფად.
პატრონი ახალტეკინურ ცხენს არასოდეს ტოვებს დაბმულს, რადგან ის ძალიან ჭკვიანი ცხოველია. აქვს საუკეთესო მახსოვრობა და საოცარი ინტელექტი. ამ სახეობას ოჯახის წევრადაც მიიჩნევენ.
თუ მოიშინაურებთ მას, ეს ნიშნავს, რომ საუკეთესო მეგობარი შეიძინეთ. იგი ძალიან ეჩვევა პატრონს, თუმცა, სხვა ადამიანებს არასოდეს ემორჩილება.
მეტიც, თურქმენეთში არსებობს ახალტეკინური ცხენის დღე - 24 აპრილი, ხოლო აშხაბადის ცენტრში განთავსებულია ამ ულამაზესი ცხოველის მონუმენტი.