გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნულ საშენ მეურნეობაში ველური ორნიტო-ფაუნის მოწყვლად სახეობათა მოპოვება-მოშენება დაიწყო.
კაპიტალურად გარემონტდა ყოფილი საბოცვერეს შენობა, სადაც განთავსდა საწიწილე საზრდელი ოთახები, საინკუბატორო და საკვების საამქრო. მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები. შემოყვანილია 80 ფრთა კაკაბი და კოლხური ხოხობის 8 ოჯახი.
დღეს საშენი მეურნეობის ინკუბატორში პირველი ორმოცდარვა ცალი კაკბის წიწილი გამოიჩეკა. ეროვნული საშენი მეურნეობა ამ ეტაპზე საკუთარ სადედე გუნდებს 600 ერთეულ ზრდასრულ ფრინველამდე გაზრდის, რის შემდეგაც, 2017 წლიდან დაიწყება ადგილობრივი გარეული სახეობების გარემო ბუნებაში შეყვანა. ასევე,