გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა. საქართველოს „გაშოლტვით მეთევზეთა კლუბი" არაკომერციულ პროექტს „კალმახის მოშენება - კეთილი საქმე" ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მოხდა გადაშენების პირას მყოფი, ტბის/მდინარის 120 -მდე კალმახის გაშვება მდინარეში. პროექტი მიზნად ისახავს გადაშენების პირას მყოფი ტბის/მდინარის კალმახის პოპულაციის აღდგენას საქართველოს მდინარეებში. ღონისძიებას სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის ფედერაციის წარმომადგენლები და სპინინგით თევზჭერის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის მიზანია ტბის/მდინარის კალმახის პოპულაციის აღდგენისთვის სამუშაოების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა მდინარეებში, რაც ხელს შეუწყობს მომავალში სახეობის „წითელი ნუსხიდან" ამოღებას.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!