ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » თებერვალი » 8 » 5 წელიწადში ერთხელ ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმება შესაძლოა სავალდებულო გახდეს    

15:00:59
5 წელიწადში ერთხელ ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმება შესაძლოა სავალდებულო გახდეს
16:34 07-02-2016
 
5 წელიწადში ერთხელ ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმება შესაძლოა სავალდებულო გახდეს5 წელიწადში ერთხელ ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური შემოწმება შესაძლოა სავალდებულო გახდეს. ეს სანადირო თოფებს არ შეეხება. 
შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებს. პროექტი პარლამენტში ჯერ ინიცირებული არ არის, თუმცა ასახულია იმ საკანონმდებლო ინიციატივათა ნუსხაში, რომლის წარდგენას მთავრობა პარლამენტისთვის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში აპირებს. 

როგორც შსს განმარტავს, ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება.

"გარდა ამისა, მესაკუთრე/მოსარგებლე/დამამზადებელი ვალდებული ხდება თვეში ერთხელ შეამოწმოს საკუთრებაში არსებული იარაღი და მისი შენახვის პირობები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო კი კისრულობს ვალდებულებას, იარაღის მესაკუთრეს/მოსარგებლეს რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას წერილობით გააცნოს იარაღის შენახვის წესი და პირობები. ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია 5 წელიწადში ერთხელ ბალისტიკური შემოწმების ჩატარების ვალდებულების შესახებ. ბალისტიკური შემოწმების 5 წლიანი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე კი გააფრთხილოს შესაბამისი იარაღის მესაკუთრე/მოსარგებლე. ამასთან ერთად, კანონპროექტით, საქართველოში აკრედიტებული სხვა ქვეყნების საელჩოების საკუთრებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება ენიჭებათ საქართველოში აკრედიტებული სხვა ქვეყნების საელჩოების უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლებს (საქართველოს მოქალაქეებს), მათზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას, საელჩოების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით", - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ნაწილში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს ამოცანაა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით განსაზღვროს ისეთი რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს ცეცხლსასროლი იარაღის, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს, უსაფრთხო ბრუნვას და გაზრდის ამ კუთხით მართლწესრიგის დაცვის გარანტიებს. 


წყაროhttp://www.interpressnews.ge/ge/samartali/365163-5-tselitsadshi-erthkhel-ceckhlsasroli-iaraghis-balistikuri-shemotsmeba-shesadzloa-savaldebu
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1961 | დაამატა: ბაქარი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 7
0   Spam
7 gugalo   (08.02.2016 22:02:44) [მასალა]
ვაი ტცვენს პატრონს უბედურს,რატომ ხელი არ მომტყდა ამათ ხმა რომ მივეცი 48 48 48 25 25 25

0   Spam
6 chale88   (08.02.2016 20:24:45) [მასალა]
მეგობრებო სულ ტყუილად ვნერვიულობთ ჩვენ აქ არავინ არ გაითვალისწინებს ჩვენ აზრს მთავრობის ხალხი. ისინი ბიუჯეტის შევსებაზე ფიქრობენ მარტო როგორ გაგვაღატაკონ კიდევ უფრო მეტად.

0   Spam
5 panati   (08.02.2016 16:46:39) [მასალა]
ჟანგბადის გადაჭარბებული მოხმარება კარგია 069 069 069

0   Spam
4 panati   (08.02.2016 16:45:21) [მასალა]
069 069 069 069

0   Spam
3 ზურა333   (08.02.2016 15:35:11) [მასალა]
ესენი მალე ღრმად ჩასუნთქვაზეც შემოიღებენ ჯარიმას, მიზეზი იქნება - ჟანგბადი გადაჭარბებულად რომ არ მოვიხმაროთ.
თბილისში ხმაურზე შემოიღეს უკვე მგონი 25

0   Spam
2 VAXO-HUNTER   (08.02.2016 15:10:33) [მასალა]
ჯართის მიმღებ პუნქტებში არ იბარებენ კარაბინებს ? 25

0  
1 ბაქარი   (08.02.2016 15:04:49) [მასალა]
რაღაცამ ხომ უნდა შეავსოს ბიუჯეტი? ხოდა ფიქრობს აი ხალხი მომავალზე მარა არ აცდიან პრავის ქულების არ იყოს 069 36_1_69 36_1_69

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика