მთავარი » 2016»იანვარი»22 » ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
16:46:38
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
მუხლი 180. მოქალაქის მიერ სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შეძენის, შენახვის, გადაცემის ან გაყიდვის წესის დარღვევა
1. მოქალაქის მიერ სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შეძენა, შენახვა, სხვა პირისათვის გადაცემა ან გაყიდვა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის გარეშე –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. იმავე ქმედების ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600-დან 1000 ლარამდე, იარაღის კონფისკაციით.
მუხლი 181. ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა
1. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის წესის დარღვევა –
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე.
2. ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნებართვის მქონე პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე სამართალდარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 700 ლარამდე, იარაღის და საბრძოლო მასალის კონფისკაციით ან უამისოდ.
4. ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა მისი მოვლა-დაცვისათვის პასუხისმგებელი საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაკის მიერ ან მათ მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის არადანიშნულებისამებრ გამოყენება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 600-დან 800 ლარამდე.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევისათვის, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე.
მუხლი 182 პრიმა 1. პნევმატური იარაღის უკანონო ბრუნვა, პნევმატური
იარაღის რეგისტრაციის ვალდებულების
შეუსრულებლობა და დასახლებულ ადგილას
სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური
იარაღიდან სროლა
1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
2. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტარების წესების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
3. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
4. ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
5. დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით.
მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადატანა რას ნიშნავს ამ კანონმდებლისთვის, იქნებ განმარტებაც მოაყოლონ?????????????????!!!!!!!!!!!!!!! ეს თოფის ჩამორთმევა კიდე, რა არის რო ყველა შემთხვევაში შეუძლიათ, ბარემ გვაყიდინონ და წაგვართვამ მერე ყველას ერთად, იარაღის ხამები არიან თუ რაშია საქმე. მე თვითონ იურისტი ვარ და არ შეილება სანქცია შეუსაბამო იყოს საზოგადოების სოციალური მდგომარეობისა და შემოსავლისა, (ჯარიმების კარგა გვარიანია, რა არის ვალები აქვთ ხალხის ხარჯზე გასასტუმრებელი)
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!