ბათუმის ვიწრო დერეფანს წელს 1 200 000 მტაცებელმა ფრინველმა გადაუფრინა. ევრაზიიდან აფრიკის მიმართულებით ფრინველების მიგრაციის პერიოდში ბათუმის ე.წ. ძაბრს სხვადასხვა მტაცებელი ფრინველი მათ შორის, ირაო, ქორი და არწივი გაივლის. ფრინველების მიგრაციის პერიოდში წელს აჭარას სხვადასხვა ქვეყნიდან 120 ორნიტოლოგი სტუმრობდა, რომლებიც შესაბამისი აპარატურით ითვლიდნენ მტაცებლების რაოდენობასა და სახეობებს. ფრინველების გადაფრენის ფესტივალის მხარდამჭერი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია. როგორც დეპარტამენტის სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა განაცხადა, ფრინველების მიგრაციის ფესტივალი ეკო-ტურიზმის მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ტურიზმის დეპარტამენტი ფესტივალის მხარდამჭერი მომავალ წელსაც იქნება.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!