ეს ისტორია ორ ბაიკერზეა. მათ გზის პირას პატარა, უსიცოცხლო ბეწვის გროვა შეამჩნიეს. მარტის და ტეტსოს გულმა ვერ მოუთმინა, ვერ შეძლეს გვერდი აეარათ ამ პატარა უბედურებისთვის და ძაღლები თან წაიყვანეს.
როდესაც ერთ-ერთი ხელში აიყვანეს, ლეკვი აკანკალდა, ალბათ შეეშინდა, რომ ისევ სცემდნენ.
ეს იყო ძუ, უზომოდ კეთილთვალებიანი არსება და ის მარტო არ იყო! გვერდით მისი დედა იწვა, რომელიც უკანასკნელი ძალებით ცდილობდა დაეცვა თავისი შვილი.
იმ საშინელი მდგომარეობის გამო, რაშიც ეს
კანი ფაქტიურად ეკიდათ ნეკნებზე.
სანამ ისინი კლინიკაში მიყავდათ დედა-შვილი ჩახუტებულები კანკალებდნენ, ალბათ მომავალ ბედზე ღელვის გამო.
რამოდენიმე ხნის მერე “გოგონებმა” მოიკეთეს, გარე სამყაროსადმი ინტერესი გამოიჩინეს. ადამიანებისადმი ნდობა დაუბრუნდათ.
კლინიკაში მათ მოუარეს, გამოკვებეს და განკურნეს.
დედას საიბერია (ციმბირი) დაარქვეს.
შვილს კი ალიასკა.
მიუხედავად წარმოუდგენელი ფისიკური და სულიერი ტრავმისა, ძაღლებმა შეძლეს ფეხზე წამოდგომა და მათ ახალი სახლი მოუძებნეს გერმანიაში.
აი როგორ გამოიყურებიან ეხლა ამ ისტორიის გმირები:
ულამაზესი დედა-შვილი...
ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ გულისხმიერი სულიერთა მიმართ და დავეხმაროთ როგორც შეგვიძლია! ასე ჩვენც და გარშემო ყველა ბედნიერი იქნება!