მთავრობამ ახალი ზოოპარკის მშენებლობის დაწყებაზე თანხმობა გასცა. ამასთან დაკავშირებით განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ნარმანიას თქმით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის პირველი ეტაპი ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვას ითვალისწინებს, რისთვისაც ხუთდღიანი ვადით გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება. ნარმანიამ დაინტერესებულ კომპანიებს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებ, განსაკუთრებით ძლიერ და გამოცდილ კომპანიებს, მიიღონ მონაწილეობა. საკმაოდ მნიშვნელოვან