რისი გაკეთება შეუძლია ადამიანს, როცა მისი საყვარელი ბინადარი საფრთხეშია, ალბათ თავადაც ვერ წარმოიდგენს.
ბრიტანელმა მოხუცმა ქალბატონმა ჯონ ჰეტონმა გერმანულ ავჩარკას უკბინა, რათა თავისი იორკშირული ტერიერი, სახელად მოლი, დაეცვა.
როდესაც 80 წლის ქალი ასეირნებდა პატარა ძაღლს, გერმანული ნაგაზი მოლის მივარდა და ყელში კბილები ჩაასო. ჯუნიმ ვერ შეძლო თავისი ძაღლის დახსნა და გადაწყვიტა მისთვის ეკბინა, იმ იმედით, რომ თავის ოთხფეხა მეგობარს დაიხსნიდა. სამწუხაროდ, კბენამ ვერ უშველა და მოლი მძიმე დაზიანებებით მოკვდა.
"ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ვუკბინე. დანა რომ მქონოდა დაუფიქრებლად დავარტყამდი."- ამბობს 80 წლის ქალი.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი გერმანული ნაგაზი სახლიდან იყო გამოპარული. ძაღლის პატრონებმა მოხუც პენსიონერს არაერთხელ მოუხადეს ბოდიში
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!