წლის უმეტეს ნაწილს ბულბულები აფრიკაში ატარებენ. იქ ფრინველები შემოდგომით მიეშურებიან, მაგრამ მათი გალობით დატკბობა ადგილობრივ მცხოვრებლებს არ შეუძლიათ, რადგან ბულბულები მხოლოდ შეწყვილების პერიოდში გალობს, რაც მის სამშობლოში ყოფნას ემთხვევა.
ბულბულის სტვენა 12 მილიონი წლის წინ გაისმოდა. დაახლოებით ასეთია უნგრეთში გათხრებისას ნაპოვნი თანამედროვე ბულბულის წინაპრის ასაკი.
ბულბულის სტვენის სიძლიერეა 50 დბ. ფრინველები აქტიურად გალობენ ღამის 9 საათიდან დილის 4-მდე. ზოგადად, ბინაში მცხოვრებლების ხმაური ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე 30 დბ-ს არ აჭარბებს.
ბულბულის რეპერტუარი ტონის 180-260 ცვლილებაა. მოზრდილი ბულბულების რეპერტუარი ბგერათა სიმრავლით უფრო მდიდარია.
30-40 კმ/ს - ბულბულის ფრენის საშუალო სიჩქარეა.
6500 კმ. - ის მანძილია, რომლის გავლაც უწევთ ბულბულებს აფრიკაში გამოსაზამთრებლად.
0.1 გრამი - ბულბულის ენის წონაა. ძველ რომში მათგან დელიკატესს ამზადებდნენ. ერთი ასგრამიანი პორციის მოსამზადებლად მზარეულს ათასი ბულბული სჭირდებოდა. ბულბული თავისი წონის 80%-ის ტოლ საკვებს ჭამს იმისათვის, რომ გალობისას დახარჯული ენერგია აღიდგინოს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!