ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » მაისი » 19 » ლეკვის აცრები - გრაფიკი ასაკისა და სეზონების მიხედვით    

22:04:43
ლეკვის აცრები - გრაფიკი ასაკისა და სეზონების მიხედვით
გთავაზობთ ინფორმაციას ძაღლების ვაქცინებსა და აცრებზე. ისინი ყოველ ძაღლს უნდა გაუკეთდეს. ასევე, წაიკითხავთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მიხედოთ ძაღლს ვაქცინაციის შემდეგ. აცრების გრაფიკი ასაკისა და სეზონის მიხედვით 1-ლი აცრის ჩატარება ლეკვისთვის სასურველია 1.5-2 თვის ასაკში. ყველაზე ხშირად ლეკვს სწორედ 2 თვის ასაკში ცრიან, რადგან ამ დრომდე მას ჯერ კიდევ დედის მიერ გადმოცემული იმუნიტეტი უყალიბდება, მაგრამ თუ ლეკვი დედას ადრე დააშორეს, ან საერთოდაც, ხელოვნური კვებითაა გამოზრდილი, მაშინ აცრის გაკეთება 1.5 თვის ასაკში შეიძლება. აუცილებელია ამ აცრის გაკეთება ჭირისგან თავის დასაცავად, რადგან ამ დაავადებისგან ლეკვები ხშირად იღუპებიან. მეორე ვაქცინაციის ჩატარება საჭიროა პირველი აცრიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. მესამე აცრა ძაღლებს უკეთდებათ მაშინ, როდესაც მათ უკვე ყველა სარძევე კბილი მოიცვალეს. ეს დაახლოებით 6 თვის შემდეგ ხდება. კბილების შეცვლის შემდეგ ლეკვისთვის აუცილებელია ცოფის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება. შემდეგი ვაქცინაცია კეთდება 1 წლის შემდეგ, 1.5 წლის ასაკში. ამის შემდეგ აცრები შეუწვეტლივ კეთდება ერთი წლის ინტერვალით. ვაქცინაციების ეს გრაფიკი სხვადასხვა ვეტერინარულ კლინიკაში უმნიშვნელოდ იცვლება. აღსანიშნავია, რომ ყოველი ვაქცინაციის წინ, დაგეგმილ დღემდე 10-14 დღით ადრე ძაღლი აუცილებლად უნდა დავამუშაოთ ჭიებზე. აცრის შემდეგ, პირველი სამი დღის მანძილზე, იგი არ უნდა დავღალოთ ან შევაშფოთოთ. შემდგომი 10 დღის მანძილზე, ის შეიძლება იყოს ცოტა დუნე და აპათიურად განწყობილი, ნუ იღელვებთ ამის გამო, ეს აცრის შემდეგი რეაქციაა. სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება ასევე ჩვეულებრივი მოვლენაა. მეორე აცრის შემდეგ ძაღლთან ერთად უკვე შეიძლება სეირნობა და მისი სათამაშოდ გაშვება სხვა ჯანმრთელ ძაღლებთან ერთად. თუმცა, უკეთესია, თუ უსახლკარო და დაავადებულ ძაღლებს, ყველა აცრის გაკეთებამდე, დროებით მოარიდებთ. ასევე, აცრიდან 2 კვირის მანძილზე კარგი იქნება, თუ ლეკვთან ერთად აქტიური სეირნობისგან თავს შეკავებთ. მიეცით მათ დრო იძინონ რამდენიც გაუხარდებათ, რადგან მათი იმუნიტეტი ამ პერიოდში ჯერ კიდევ დაბალია. თუ საკუთარი სახლი გაქვთ ან არის შესაძლებლობა, რომ ლეკვი მოკლე ტერიტორიაზე ხელში აყვანილმა გაასეირნოთ (5-10 წუთის მანძილზე), არ დაღალოთ ის სირბილით და არ დასვათ მიწაზე. მისი გასეირნება პირველი აცრიდანვე შეიძლება ერთი პირობით, თუ ლეკვს სხვა ცხოველებთან და ბაქტერიებთან ურთიერთობის უფლებას არ მისცემთ. 1-ლი და მე-2 აცრის შემდეგ ლეკვის ტარება საჭიროა ხელით ან უმჯობესია ვეტერინარის გამოძახება სახლში.



 

წყაროhttp://www.zooclub.ge/dzaghli/movla/1712-lekvis-acrebi-grafiki-asakisa-da-sezonebis-mikhedvith.html
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 16963 | დაამატა: 24 | რეიტინგი: 1.5/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0  
3 avtandil   (21.05.2015 09:32:51) [მასალა]
ეგრე იცის პირველ დღეს.

0   Spam
2 ბაზიერი   (20.05.2015 23:07:08) [მასალა]
რახნისაა ლეკვი???

0   Spam
4 solomon   (21.05.2015 12:28:09) [მასალა]
2.5 თვის, დღეს უკვე ხოდზე მგონი კარგათ გადაიტანს. ცოტა კუჭი აქვს აშლილი და ეგ არი..

0   Spam
1 solomon   (20.05.2015 18:30:54) [მასალა]
დღეს გავუკეთე ჩემს პირველი და ვშიშობ რო მოიწყინა (

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика