ინდოეთის სოციალური ქსელები ააფეთქა ცნობამ იმის შესახებ, რომ ქვეყნის შტატ ქაშმირის პროფესიული მისაღები გამოცდების კომისიამ ძროხის სახელზე მისაღები გამოცდების ჩაბარების უფლების მოწმობა გასცა. მოწმობაში აღნიშნულია რომ იგი გაცემულია ძროხაზე, რომლის სახელია "კაჩირ გაუ" (ყავისფერი ძროხა), რომლის მამაც არის "გურ დანდა" (ხარი). მოწმობას ახლავს ძროხის ფოტოსურათიც.
აღშფოთებულმა მისაღები გამოცდების კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს არის ჰაკერების გაკეთბული და ხუმრობის ავტორი სასტიკად დაისჯება...
თბილისის ზოოპარკი ახალი ბინადრების შესახებ იუწყება. ზოოპარკის ეგზოტერიუმში 13 მახრჩობელა დაიბადა. პატარა გველუკების შესახებ ინფორმაცია ფეისბუკში ვრცელდება:
"აბა ვნახოთ ახლა, რა გამოხმაურება მოჰყვება ჩვენს მორიგ სიახლეს. „ფუი გაწყდით ყველანი“ კომენტარი უფრო მეტი იქნება, თუ „უი თქვენ გენაცვლათ ციცქნებო“ smile emoticon
მაშ ასე, მიეგებეთ ჩვენს ახალშობილებს! ეგზოტარიუმში 13 ჩვეულებრივი მახრჩობელა შეგვეძინა. ახალშობილების კვალობაზე ძალიან მშვიდები არიან. არც ვინმეს დახრჩობაზე ფიქრობენ, არც ტირილით იკლებენ იქაურობას და არც ჭამას ითხოვენ ყოველ 3 საათში ერთხელ. პატარები
იპოდრომთან, თამარაშვილის ქუჩაზე, #13 კორპუსის წინ ისევ გაიჩეხა მრავალწლიანი წიწვოვანი ხეები. 13 ხის მოჭრისა და ოთხის დაზიანების საფუძველი გახდა თბილისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის მიერ კომპანია "არქი ჯგუფის" სახელზე გაცემული ნებართვა, სადაც წერია, რომ დეველოპერს 29 ხის მოჭრის უფლება აქვს.
გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობასა და მათ ქონებაზე (მათ შორის შინაურ ცხოველებზე) გარეული ცხოველების თავდასხმებისას კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების მექანიზმებს განმარტავს
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!