მსოფლიოში უკანასკნელი მამალი თეთრი მარტორქა რეინჯერების დაცვის ქვეშაა.
აფრიკაში, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში ბრაკონიერების გააქტიურების გამო მკვეთრად შემცირდა რამდენიმე პოპულაცია, განსაკუთრებით კი კენიის ნაკრძალებში გავრცელებული პოპულაციები.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკრძალებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაცვა ჰყავს რეინჯერების სახით, ბრაკონიერები მაინც ახერხებდნენ ბოროტი ზრახვების ასრულებას, განსაკუთრებით სპილოს ეშვებზე და მარტორქის რქაზე მონადირეებმა მიაყენეს დიდი ზიანი ნაკრძალის ბინადრებს.
იმდენად შემცირდა ზოგიერთი პოპულაცია, რომ უკვე მცირე რაოდენობით დარჩენილებს 24 საათით იცავს რეინჯერების მრავალრიცხოვანი ჯგუფები.
კენიის ნაკრძალში "Ol Pojeta" რეზერვაციაში იმყოფება დედამიწაზე უკანასკნელი მამალი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა და მიუხედავად იმისა, ბრაკონიერებმა მას უკვე მოახერხეს რქა, მაინც დაუნიშნეს შეიარაღებული რეინჯერებისაგან შემდგარი დაცვა, რომელიც მას 24 საათის განმავლობაში თვალს არ აშორებს მას. მარტორქაც ისე მიეჩვია მის მცველებს, მოფერების ნებასაც კი აძლევს მათ.
გთავაზობთ სურათების კოლაჟს უკანასკნელ მამალ თეთრ მარტორქაზე.
|