გუშინ 2015 წლის 11 მაისს კოლხეთის ეროვნული პარკის რეინჯერების მიერ შემჩნეული იქნა პალიასტომის ტბაზე, პატარა პალიასტომში, მდინარე კაპარჭინაზე და მდინარე შავღელის არხში კარასის ჯიშის თევზების გამორიყვის ფაქტები, რომელთაც აღენიშნებოდათ წითელი ლაქები. აღნიშნულიდან გამომდინარე პარკის ხელმძღვანელობამ მიმართა ასოციაცია ფლორასა და ფაუნას აჭარის რეგიონში კერძოდ ბატონ არჩილ გუჩმანიძეს , რომელთა მეცნიერ სპეციალისტებიც დღეის მდგომარეობით საწავლობენ პალიასტომის ტბის იხტიოფაუნას, გაირკვა გამომწვევი მიზეზები და დადგინდა დაავადება წითურა, რომელიც ძირითადად გამოწვეულია პალიასტომის ტბის წყლის დონის მკვეთრ დაწევასთან დაკავშირებით. ველოდებით ნალექის მოსვლას 13 და 14 მაისს, რომელიც განმუხტავს არსებულ სიტუაციას.