ამ ციხეში პატიმრები იშვიათი ჯიშის თუთიყუშებს და სხვა ფრინველებს უვლიან. იქ, სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნის ციხეში, სადაც ნელსონ მანდელამ 6 წელი გაატარა, პატიმრები ფრინველებს აჭმევენ, ასუფთავებენ მათ გალიებს, ზრდიან მათ ბარტყებსა და ყველანაირად მფარველობენ.
ამასთან, კორექციული პროგრამა მხოლოდ 12 ადამიანზეა გათვლილი და იმისათვის, რომ მასში მონაწილეობა მიიღონ, საჭიროა, არჩევის საკმაოდ მკაცრ პროცესს გაუძლონ. მსჯავრდებულმა უნდა გაიაროს ფრინველების მოვლის კურსები, ასევე ის არ უნდა ეწეოდეს, საუბარში არ იყენებდეს უცენზურო სიტყვებს, არ იღებდეს ნარკოტიკს და უნდა გამოირჩეოდეს კარგი ქცევით. ბონუსების სახით, ასეთი პატიმრები ერთადგილიან კამერაში გადაჰყავთ.