ადამიანებს ,ისევე როგორც ცხოველებს გააჩნიათ უფლებები, რომლის დარღვევა ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კანონით . სამწუხაროდ საზოგადოების ნაწილი არ არის ვრცლად ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით ვინაიდან ბოლო დროს უფრო იმატა საქართველოში ცხოველთა მიმართ, ჩადენილი სასტიკი დანაშაულებების რიცხვმა.
თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს ის რომ ცხოველებს აქვთ უფლებები რომელსაც იცავს სისხლის სამართლის 259-ე მუხლი და ყველა მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს კანონს.
მათ, როგორც ყველა ცოცხალ არსებას, აქვთ სიცოცხლის უფლება და სურთ მშვიდობიან გარემოში ცხოვრება. არავის აქვს ამის ხელყოფის უფლება.
სამწუხაროდ რიგი საკანონმდებლო აქტების მიუხედავად მაინც ძალიან ხშირად ხდება მათი უფლებების დარღვევა. მსგავსი და უკვე მერამდენე, ფაქტი მოხდა 10 მარტს 12:00 სთ-ზე, სოფელ საგურამოში, ადგილობრივმა მცხოვრებმა ცეცხლსასროლი იარაღით მძინარე ძაღლს საფანტის ტყვიებით 13 ჭრილობა მიაყენა. მიერ. ხასიათით საკმაოდ მშვიდი და თბილი ძაღლი იყო მიკედლებული მაღაზიის თანამშრომლებზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იყო ბირკიანი, აცრილი და სტერილური. ანუ სრულიად უსაფრთხო საზოგადოებისთის. გაურკვეველი რჩება ამ პიროვნების მოტივი.
ამ საკითხთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ქალბატონ დიანა სარალიძეს ,რომელიც ასევე პატრონობდა და ხშირად კვებავდა ამ უწყინარ ძაღლს.
"სროლის ხმა ჩემი სახლიდან გავიგე, 15 წუთის შემდეგ ჩემთან მაღაზიის თანამშრომელი ქალბატონი მოვიდა ატირებული "დროზე, ესროლეს, გვიშველეო“; ძაღლი სასწრაფოდ გადავიყვანე ვეტერინარ ვახტანგ მამალაძესთან, სადაც მას ჩაუტარდა ყველა შესაბამისი პროცედურა, გადავუღეთ რენდგენი სადაც ჩანს რომ მოხვედრილი აქვს საფანტის 13 ტყვია.
3 საათი ვიჯექი პოლიციის განყოფილებაში. მოვითხოვე, რომ დამნაშავე დასჯილიყო. სისხლის კვალი არსად არ ჩანს. მხოლოდ იმ ადგილას არის, სადაც იწვა ძაღლი. ასევე ჩემს მიერ გადაღებულ სურათებზეც ჩანს კვალი, რომელიც უკვე ჩამორეცხილია. საჩივარი, თანდართული რენტგენის ფოტოებით შეტანილია პოლიციაში.
ველოდებით, რომ საქმე იქნება ობიექტურად გამოძიებული, დამნაშავე დაისჯება და გასამართლდება სისხლის სამართლის 259-ე მუხლის დარღვევის გამო. თვითლმხილველები სამწუხაროდ სდუმან ვერაფრით დავიჯერებ, რომ იქ მყოფთაგან რომელიმემ მაინც ვერ ამოიცნო დამნაშავე. სავარაუდოდ ჩემი ოჯახის ჯიბრზე არის გაკეთებული ეს ყველაფერი, ჩვენ ამ ძაღლს და კიდევ რამოდენიმეს კვებავთ ჩვენი ხარჯებით.
სამწუხაროდ საზოგადოების ნაწილი რატომღაც ვერ ეგუება ამ ფაქტს.’დროებით ძაღლი სახელად „სტრელკა“ წამოყვანილი მყავს სახლში როგორც კი გამოჯანმრთელდება მსურს გავაჩუქე კარგ ადამიანზე, რომელიც მოუვლის და იმ საშინელ დღეს დაავიწყებს, რაც ამ ადამიანმა მას გადაატანინა“.
ჩვენ ასევე გავესაუბრეთ ვეტერინარ ბატონ ვახტანგ მამალაძეს
"ძაღლი თავს უკეთ გრძნობს , მხოლოდ კოჭლობს. საქმე აღძრულია და დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ბოლო პერიოდში ისევ იმატა ძალადობამ ცხოველებზე რაც საკმაოდ ცუდის ნიშანია.
მე დავწერე ვეტერინარული დასკვნა ძაღლის ჯანმრთელობის შესახებ, რაც ჩაიდო საქმეში და ტყვიების რაოდენობა დაფიქსირებულია - სხეულში 13 ტყვიაა. ველოდებით შესაბამის რეაგირებას პოლიციის მხრიდან, ისინი იძლევიან დაპირებებს, რომ მოახდენენ შესაბამის რეაგირებას ამ ფაქტთან დაკავშირებით და დამნაშავეს დაიჭერენ.’’
Zooclub.ge გაცნობებთ თუ როგორ ჩაივლის გამოძიება და დასრულდება აღნიშნული საქმე. ასევე უსურვებს უწყინარ „სტრელკას“ გამოჯანმრთელებას და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ იპოვოს ისეთი პატრონი, რომელსაც უზომოდ ეყვარება და ადამიანების ბოროტებას დაავიწყებს.
ადამიანებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოთხფეხა არსებებს ყველაზე მეტად ვჭირდებით და შევეცადოთ ხშირად გავანებივროთ ისინი, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!