ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » თებერვალი » 13 » ფაზისელი ხოხბების გადმოფრენა    

23:13:52
ფაზისელი ხოხბების გადმოფრენა
ფაზისელი ხოხბების გადმოფრენა
ფაზისელი ხოხბების გადმოფრენა
14-07-2014
ფრინველისმოშენებაში მონაწილეობა ყველას შეუძლია

"ველურ კოლხურ ხოხობს პრაქტიკულად ვერსად იყიდით, რადგან ის ხოხობი, რაც იყიდება ჰიბრიდულია"

ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის მიერ დაარსებულ კოლხური ხოხბის საშენში ისტორიული საქმის კეთება 12 კვერცხით დაიწყო. გადაშენების პირას მყოფი ველური ხოხბის კვერცხები პროექტის ხელმძღვანელებმა ბუნებიდან ამოიღეს და ინკუბატორში გამოჩეკეს. დღესდღეობით საშენში 100-ზე მეტი ზრდასრული ხოხობი და 200-ზე მეტი ლაპია. პროექტის მიზანი არის ბუნებასა და სამონადირეო მეურნეობებში ველური კოლხური ხოხბის გამრავლება.

"განსაკუთრებით მრავლად იყო ხოხობი მდინარე ფაზისის (ახლანდელი რიონი) ჭალებში. რომაელი და ბერძენი სწავლულები, ვაჭრები, ზღვაოსნები და დამპყრობლებიც გაოცებული იყვნენ ამ მხარის სიმდიდრითა და მშვენიერებით.  უჩვეულოდ ნაირფერი ფრინველით მოხიბლულებმა დაიწყეს მისი გაყვანა ევროპაში, შემდგომ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. სწორედ აქედან წარმოსდგება სახელი, რომელიც მათ ამ ფრინველს უწოდეს - "ფაზიანუს" ანუ ფრინველი ფაზისიდან" 


- კოლხური ხოხობი აზერბაიჯანში, სომხეთში, საბერძნეთში, თურქეთსა და საქართველოში ბინადრობს. ევროპაში ხოხბებს მილიონობით უშვებენ ბუნებაში და შემდეგ მათზე ნადირობენ. ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება, ხოხბების განსაზღვრული რაოდენობა სამონადირეო მეურნეობებს გადავცეთ, უპირველესად კი კოლხეთის ეროვნულ პარკს, - ამბობს ამირან კოდიაშვილი, - რამდენიმე ხოხობი უკვე გავუშვით. შემოდგომაზე დაზრდილ ლაპებსაც გავუშვებთ არწივის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე და პოპულაციას დავაკვირდებით. 

ველური კოლხური ხოხბის აღდგენა-გამრავლებაში წვლილის შეტანა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. მსურველს შეუძლია ხოხობი გაყიდოს და სარგებელი მიიღოს. 

დედოფლისწყაროს კოლხური ხოხბის საშენი პროექტის ფარგლებში ხოხბებს უფასოდ გასცემს. მასში მოსახლეობაც ჩავრთეთ. ვასწავლეთ ხოხბის გამრავლება. თუ ვინმეს სურს ხოხბის გამრავლება და ბუნებაში გაშვება, ამისთვის უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტერიტორია, რომელიც ხოხბის საბინადრო გარემოს თავისებურებებს დააკმაყოფილებს. იქ უნდა იყოს მდელო, ტყის ნაპირი და წყარო. 

ჰიბრიდული ხოხბების ბუნებაში გაშვებისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან შესაძლებელია ჰიბრიდული ხოხბები კოლხურს შეეჯვარონ, რაც პოპულაციის გენეტიკურ დაბინძურებას გამოიწვევს. ასეთი შეჯვარების შედეგად მიღებული თაობა აღარ იქნება იმ დადებითი ნიშან-თვისებების მატარებელი, რომელიც საჭიროა ველურ ბუნებაში გადარჩენისთვის. 

ველურ კოლხურ ხოხობს პრაქტიკულად ვერსად იყიდით, რადგან ის ხოხობი, რაც იყიდება, ჰიბრიდულია, - დარწმუნებულია ამირან კოდიაშვილი. კოლხური ხოხბის სამშობლო კოლხეთის დაბლობია. განსაკუთრებით მრავლად იყო ხოხობი მდინარე ფაზისის (ახლანდელი რიონი) ჭალებში. რომაელი და ბერძენი სწავლულები, ვაჭრები, ზღვაოსნები და დამპყრობლებიც გაოცებული იყვნენ ამ მხარის სიმდიდრითა და მშვენიერებით. ბუნებრივია, მათ აქ გავრცელებული უჩვეულოდ ნაირფერი ფრინველიც აკვირვებდათ და სურდათ, თავის ქვეყანაშიც ჰყოლოდათ. დაიწყეს მისი გაყვანა ევროპაში, შემდგომ კი თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელდა. სწორედ აქედან წარმოსდგება სახელი, რომელიც მათ ამ ფრინველს უწოდეს - "ფაზიანუს" ანუ ფრინველი ფაზისიდან, ასევე ჰქვია მას დღესაც უმეტეს ევროპულ ენებზე.

დღეს ხოხბის პოპულაცია საქართველოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ინტენსიურმა ნადირობამ, ადამიანის მიერ ხოხბის საბინადრო გარემოს ათვისებამ თანდათან შეამცირა და საქართველოს ზოგიერთ კუთხეში თითქმის მთლიანად გააქრო ეს ფრინველი...
მინდია აფციაური

მზეც და ჩრდილიც ხოხბის გალიაში

კოლხური ხოხობი ვერ იტანს სივიწროვეს. ერთ ინდივიდზე მინიმუმ 5კვმ ფართობია საჭირო (ევროპული საყელოიანი ხოხბისთვის 2 კვმ-იც საკმარისია), ხოლო ვოლიერის სიმაღლე 2 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. უმნიშვნელოვანესი პირობა ვოლიერის მზით განათებაა. მზის სხივი სითბოს წყაროცაა და ბაქტერიოციდული თვისებაც გააჩნია, რაც იცავს ხოხობს სხვადასხვა დაავადებისგან. ვოლიერი ისე უნდა მოვაწყოთ, რომ მზის პირველი სხივები ვოლიერის დიდ ნაწილს ანათებდეს. შუადღისას ვოლიერის ერთ ნაწილში ჩრდილი უნდა დგებოდეს, ხოლო საღამოს კვლავ განათებული უნდა იყოს.


ჩვენი "უკეთესია"

ევროპაში გავრცელებული ე.წ. საყელოიანი ხოხობი ერთი შეხედვით კოლხურს ჰგავს. მაგრამ კისრის გარშემო განლაგებული თეთრი ბუმბულის გარდა, ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან გულმკერდის მფარავი ბუმბულის ბოლოების ფორმით. გარდა ამისა, კოლხური ხოხობი უკეთ არის შეგუებული ველურ გარემოს, უფრო სწრაფი აფრენა შეუძლია და ზომითაც დიდია.


წყაროhttp://kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3468 | დაამატა: Admin | ტეგები: ფაზისელი, ხოხბების, გადმოფრენა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 14
0   Spam
14 mancho   (16.05.2015 14:11:20) [მასალა]
ყოჩაღ ჩემო კარგო და კეთილო ადამიანებო !!!!!

0   Spam
13 chale88   (11.04.2015 00:00:55) [მასალა]
ძალიან მიხარია ასეთი ხალხის ყოფნა ჩვენ ქვეყანაში. 10 166 166

0   Spam
12 civilioni   (21.03.2015 10:50:19) [მასალა]
კარგიაესეთი ხალი კიდევ რო არსებობს,სიამოვნებით გაუშვებდი ხოხობს ბუნებაში მაგრამ არ მაქვს იმედი რო გამრავლებას დააცდიან, 88e73

0   Spam
11 yky149   (19.02.2015 21:30:26) [მასალა]
იქნებ აგურამოს ნაკრძალშიც გაუსჰვან ადრე იყო და გაწყვიტეს ეხლა კარგადაა დაცული მაგრამ ეს ფრინველი განადგურდა

0   Spam
10 labo   (18.02.2015 10:39:20) [მასალა]
საუკეთესო პროექტია,კარგია ასეთი ხალხი კიდე რო არსებობს. 10 10

0   Spam
9 solomon   (17.02.2015 23:21:16) [მასალა]
იმედია ასეთი კარგი ხალხის ხელშეწყობით როდესმე ამ ფრინველზე ვინადირებთ 10 10 10

+1   Spam
8 razmera   (16.02.2015 16:10:59) [მასალა]
უმრავლოს ღმერთმა საქართველოს ასეთი ხალხი და ხელი მოუმართოს. ყოჩაღ!

+1   Spam
7 MONADIREKOBA   (14.02.2015 19:49:36) [მასალა]
კარგი საქმეა დასაფასებელი და გვერდიტ დგომას საჭიროებ ყველასგან ვისაც ოდნავ მაინც უყვარს ბუნება. მაგრამ ადგილი ანუ ფარტობი სადაც უნდა მოვაშენოთ ჯერ გასაწმენდია ისეტი მტაცებელისგან როგორიცაა :ტურა: ამისათვის მთავრობამ უნდა შეგვიწყოს ხელი. ეს მტაცებელი როგორც სარეველა ისეა მოდებული მტელ ტყეებსი და გამოხსირვა წირდებააააა....... 48

0   Spam
6 koba30   (14.02.2015 17:39:04) [მასალა]
ცარმატება მაგარი საკმე

0  
5 ზურა333   (14.02.2015 13:22:14) [მასალა]
აუცილებელი საქმეა, ვინც ამას ანხორციელებს ძალიან დასაფასებელია ის ხალხი. მაქსიმალური ხელშიეწყობა უნდა ქონდეთ სახელწიფოს მხრიდან.
ხშირად იწერება, მაგრამ კიდე მინდა დავწერო, ტურა თუ არ შემცირდა მნიშვნელოვნად, ისე ხოხობს გაუჭირდება გამრავლება.

0  
4 IKAHUNTER   (14.02.2015 11:44:02) [მასალა]
ძალიან კარგი და სასარგებლო საქმეა 10 10

0   Spam
3 rati   (14.02.2015 10:40:46) [მასალა]
10 10 10 10 10

0   Spam
2 rati   (14.02.2015 10:40:34) [მასალა]
ხონის ტერიტორიას მოუხდებოდა ეგ სილამაზე.

0   Spam
1 gugalo   (13.02.2015 23:40:01) [მასალა]
10 10 10 166 166 166 23

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 13
    სტუმარი: 13
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика