ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » თებერვალი » 10 » საქართველოს დაცული ტერიტორიები    

12:24:50
საქართველოს დაცული ტერიტორიები

კოლხეთის ეროვნული  პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს მოიცავს. პარკი შექმნილია კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და გადარჩენის მიზნით.

2000 წლიდან კოლხეთის ეროვნულმა პარკმა სრულმაშტაბიანი ფუნქციონირება დაიწყო. სულ ეროვნული პარკის სახმელეთო ფართობის სიდიდე 28 571, ხოლო ზღვის აკვატორიის- 15 742 ჰექტარია.

კოლხეთის ჭაობები, პირველ რიგში, თავისი რელიქტური წარმოშობითაა მნიშვნელოვანი. ჭაობებში ხარობს კოლხეთისათვის უცხო ბორეალური სახეობები – სფანგუმის ხავსები, მრგვალფოთოლა დროზერა, ჩრდილოეთის ისლი და სხვა ალპური ზონის მცენარეები, ისლი და შქერი. დაჭაობებულ და ტენიან ტყეებში შედის: მურყანი, ლაფანი, იმერული და ხართვისის მუხები, კარგად განვითარებული მარადმწვანე ქვეტყით, კოლხური სურო და სხვა. დიუნების ქვიშიან ზოლში ხარობს ქაცვი, ძეძვი და სხვა.

პარკში გავრცელებულია გადაშენების პირას მოსული მცენარეთა სტატუსით წითელ წიგნში შეტანილი ორი  სახეობა- ყვითელი ყაყაჩურა და ზღვის შროშანა.


ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში მდებარეობს. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4 868 ჰა, ტყით დაფარულია 4032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს.

ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი და ძუძუმწოვარი. ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზედ შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.

ყორუშის აღკვეთილი

ყორუღის აღკვეთილი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის. აღკვეთილში, მდინარე ივრის ნაპირებზე ჭალის ტყეა შემორჩენილი, რომლის შექმნელი მთავარი მცენარეებია: ტირიფი, ჭალის ვერხვი, მურყანი და სხვა. ჭალის ტყეს ორივე მხრიდან სტეპის მცენარეულობა, ძირითადად, უროიანები ესაზღვრება.



წყაროhttp://ucnauri.com/
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 3462 | დაამატა: maxo777 | რეიტინგი: 3.0/2

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 MateMonadire   (11.02.2015 13:42:18) [მასალა]
სილამაზით "კოლხეთის ეროვნული პარკი" ალბათ მართლა გამორჩეულია

0   Spam
2 MateMonadire   (11.02.2015 13:41:30) [მასალა]
დიდი მადლობა ამ სტატიისთვის, ძალიან მაინტერესებდა რამდენი იყო "კოლხეთის ეროვნული პარკის" ფართობი და ჩემი ეჭვებიც გამართლდა. 43 ათასი ჰექტარი ძალიან დიდია და ვფიქრობ უაზროდაა ასე გაბერილი. თან ამ ტერიტორიის დაცვა ფიზიკურად შეუძლებელია :) აბა რამდენი ათასი გარემოს დამცველი უნდა ამ ამბავს? :) თუ მაინც აუცილებელია მისი ამხელა ფართობზე აღება, მაშინ ლიმიტის ფარგლებში ნადირობა უნდა დაუშვან :)

0   Spam
1 labo   (10.02.2015 21:19:51) [მასალა]
მაგარი ადგილებია.მადლობა ვინც დადო ფოტოები. 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика