ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » იანვარი » 14 » რა საფრთხე ემუქრება ლაბრადორს საქართველოში    

00:37:58
რა საფრთხე ემუქრება ლაბრადორს საქართველოში
რა საფრთხე ემუქრება ლაბრადორს საქართველოში
რა საფრთხე ემუქრება ლაბრადორს საქართველოში
ლაბრადორი ჭკვიანი, ერთგული სამომსახურეო ძაღლია. იგი ყველაზე პოპულარული ჯიშია მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრალია, კანადა, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

მას მრავალი ისეთი თვისება გააჩნია, რომლებიც ადამიანებს იზიდავს. შესანიშნავად გრძნობს თავს ბავშვების გარემოცვაში, უყვარს მათთან ერთად თამაში და დამთმობია, არ არის აგრესიული სხვა ცხოველების მიმართ, განსაკუთრებით, თუ მათ გარემოცვაში იზრდება. 

საქართველოში ლაბრადორის ჯიში საკმაოდ გავრცელებულია. მისი ფასი, საშუალოდ 250 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს.

ლაბრადორი საკმაოდ ენერგიული ჯიშია, ცნობისმოყვარე ძაღლია და მოსწონს გარემომცველი სამყაროს შესწავლა, ამას თუ დავუმატებთ მათ სიყვარულს საკვებისადმი, ჩვენ მივიღებთ ძაღლს, რომელსაც ხეტიალისადმი აქვს მიდრეკილება. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ლაბრადორი უცებ გაქრება ხოლმე პატრონის მხედველობის არედან: ის ან მადისაღმძვრელ სუნს მიყვება, ან ვინმე ნაცნობის შეასაგებებლად გარბის, ან უბრალოდ, გარემოს სწავლობს რამე საინტერესოს აღმოსაჩენად. ამ ცნობისმოყვარეობის და აგრეთვე, ჯიშის პოპულარულობის გამო, ლაბრადორი იმ ძაღლთა რიცხვში შედის, რომლებიც ყველაზე ხშირად იკარგებიან და მერე ვეღარ პოულობენ, რადგანაც ადვილად ეგუებიან ახალ პატრონს.

თბილისში ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო კინოლოგიური გამოფენები, სადაც ხშირად პირველ ადგილს საქართველოს ლაბრადორები იკავებენ.

ჩვენ დავუკავშირდით ორი არაჩვეულებრივი ლაბრადორის პატრონს, ქალბატონ ნინო შილაკაძეს, რათა დაწვრილებით მოეყოლა მისი ოთხფეხა მეგობრების შესახებ.

-პირადად მე ორი ხვადი ლაბრადორი მყავს, ორივე ჯანმრთელი და ორივეს თავისთავად გაკეთებული აქვს ანალიზები, რომელთა მიხედვით არანაირი გენეტიკური დაავადების გადამტანი არ არიან. 
გარდა ამისა, ორივე მათგანი ჩემპიონია. ერთი, რომელიც 8 წლის ხდება, არის საქართველოს ჩემპიონი, აზეირბაიჯანის, ასევე საქართველოს Grand ჩემპიონი და FCG ჩემპიონი. ასევე მყავს, მეორე, შავი ლაბრადორი, რომელიც არის 12 ქვეყნის ჩემპიონი და საქართველოს ლაბრადორებში ჯერ-ჯერობით ერთადერთი INTERCHEMPION.

-აჯვარებთ თქვენს ძაღლებს?
უფროსს ლაბრადორს საკმაოდ ბევრი შვილი ჰყავს, მეორეს კი დიდი ხანი ვურჩევდი მეწყვილეს. საკმაოდ ბევრ ადამიანს ვუთხარი უარი შეჯვარებაზე, ვინაიდან ვცდილობ, ფრთხილად ავარჩიო წყვილი. მსურს, ბევრად გავაუმჯებესო ხარისხი. ვინაიდან, საკმაოდ იმატა ლაბრადორების რიცხვმა და თვითნებურად შეჯვარებულებმა, სწორედ ამიტომ მოხდა ჯიშის გაუბრალოება და ისეთი მაღალი ხარისხის ლეკვები ვეღარ ჩნდებიან.

-როგორ არჩევთ ძუ ძაღლს?
სპეციალისტმა უნდა აარჩიოს წყვილი, ვინც საკმაოდ კარგად ერკვევა ამ საკითხში. მაგრამ, სამწუხაროდ, შეცდომა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ძაღლსაშენებსაც მოსდით, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ჩვენთანაც რომელიმე სპეციალისტს დაეშვა შეცდომა - ანუ, ერთმანეთთან გენეტიკურად შეუსაბამობა.. 

-ეს შეუსაბამობა როდის ხდება?
-არ უნდა შევაჯვაროთ დაავადებული ძაღლი. არც ახლო ნათესაური კავშირის შემთხვევაშია რეკომენდირებული შეჯვარება.


სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იმატა დაკარგული ლაბრადორების რიცხვმა და ასევე ხდება, როგორც ასეთი, ლაბრადორის გადაჯიშება, ანუ შეჯვარება სხვა ჯიშზე და მისი სუფთა სისხლად "გასაღება“.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გავესაუბრეთ ნანა ხომასურიძეს, მას თავად ჰყავს ლაბრადორი და ასევე ცხოველთა დიდი მოყვარულია.

-ქალბატონო ნანა, როგორია საქართველოში სიტუაცია ? 
- დღესდღეობით, არსებული სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში ასეთია - რამოდენიმე ძაღლი, ისიც ხვადი გვყავს ჩამოყვანილი საქართველოში. არსებულ ჩამოყვანილ ხვადებს თითქმის არ აჯვარებენ იმავე ჯიშის წარმომადგენლებთან იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში არ არის სათანადო ძუ.
ჩვენი ლაბრადორები გამოირჩევიან აგრესიული ქცევით, დაუმორჩილებლობით. სტანდარტში იშვიათად თუ ჯდება მათი წონა. დაწუნებულ ძაღლებს, ანუ „ბრაკებს“ ინტენსიურად აჯვარებენ ფულადი ინტერესიდან გამომდინარე. ასეთი ლაბრადორების გარჩევა მარტივია. მათ აქვთ თეთრი ლაქა გულზე, უმნიშვნელო თეთრი კანტი დაყვებათ თათებზე, ვარდისფერი ცხვირი (უპიგმენტობა), გრძელი წვრილი კუდი ან სქელი მოკლე კუდი, ასევე დისპლაზია, რაც სამწუხაროდ, საქართველოში ლაბრადორების 75% აქვს, რომელიც გენეტიკურად გადადის. 
ჩვენი ლაბრადორები "გაუბრალოებულები“ არიან, თუმცა, ერთ-ერთი მშობელი ჩემპიონიც შეიძლება იყოს, მაგრამ სტანდარტს აცილებული ძუ წუნიან ლეკვებს იძლევა.
როგორც ჩანს, საქართველოში სხვა პრობლემებთან ერთად ესეც გამოსასწორებელია. ბევრი "ბრიდერი" თავის მეტისს ყიდის, როგორც სუფთა სისხლის ძაღლს. ამაში მათ ვეტერინარული კლინიკები და ის ორგანიზაციები უწყობენ ხელს, რომლებიც გასცემენ ძაღლის საბუთს. ეს კი ამ ჯიშის ძაღლებს პოპულარობას უკარგავს. ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხად შეძენილი ძაღლი არ ამართლებს ჩვენს იმედებს. ისინი არ არიან ისეთი ლამაზები, დამჯერები, გონიერები, როგორც მათ ფილმებში თუ ინტერნეტ საიტებზე ვხედავთ. 

zooclub.ge გირჩევთ, ლაბრადორის შეძენის დროს საგულდაგულოდ გადახედოთ მისი წარმომავლობის ნუსხას. შეამოწმოთ ლეკვი მარტივი დათვალიერებით, აქვს თუ არა ზემოთ აღნიშნული თეთრი ლაქები ძაღლს. შევამოწმოთ მისი კუდი და თვალების ფერი. კარგი იქნება თუ ლეკვს ვანახებთ პროფესიონალს. ეს დაგეხმარებათ სუფთა სისხლის ძაღლის აყვანაში. შემდეგ კი ისიამოვნეთ თქვენს გონიერ, ულამაზეს ოთხფეხა მეგობართან ურთიერთობით.

ხოლო, სანამ თქვენი ძაღლების შეჯვარებას გადაწყვეტდეთ, გაუკეთეთ მათ სათანადო ანალიზები, ასევე გამოიკვლიეთ ერთმანეთთან გენეტიკურ შესაბამისობაში არიან თუ არა.


წყაროhttp://www.zooclub.ge/dzaghli/20-jishebi/1239-ra-safrthkhe-emuqreba-labradors-saqarthveloshi.html
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 2616 | დაამატა: giiiivi | ტეგები: რა საფრთხე ემუქრება ლაბრადორს საქარ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 solomon   (23.01.2015 20:46:19) [მასალა]
საქართველოში ზოგადად არასწორი დამოკიდებულება აქვთ ამ ყველაფერთან (მე პირადად მყავს უსაბუთო სეტერი) ძალიან მაგარი ძაღლია მარა ის არ არის რაც უნდა იყოს. კურცჰაარს დრათჰაარზე, ლაბრადორს გორდონზე, სპანიელს სეტერზე და კიდე რა უაზრო დაჯვარებას არ გაიგებ კაცი.. რისი სასტიკი წინააღმდეგი ვარ მე პირადად და სულ ოქროს ლეკვებიც რო დაიბადოს.. ლაბრადორი სეტერზე დააჯვარეს და "ლაბსეტი" დაარქვეს, ამას ნორმალური ადამიანი მოიფიქრებს?!

0   Spam
2 gocha1983   (20.01.2015 23:27:32) [მასალა]
166 166 166

0   Spam
1 tazo1987   (15.01.2015 04:52:17) [მასალა]
122 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика