პატარა ჩაუ-ჩაუს ჯიშის ძაღლი შეიძლება, მიამსგავსო დათვის ბელს, თუმცა, ლეკვისა და დათვის განსხვავება რთული არ უნდა იყოს.უცნაურია, მაგრამ იტალიაში მოხეტიალე ცირკმა "ორფეომ" არა ერთი ადამიანი მოატყუა.
როგორც იტალიურმა გაზეთ "მასაჯერომ" გაავრცელა, მოხეტიალე ცირკი "ორფეო", რომელიც წარმოდგენებს მართავდა ქალაქ ბერშთან ახლოს, მაყურებლებს ატყუებდა და ორ ჩაუ-ჩაუს ლეკვს, როგორც იშვიათ ჩინურ ცხოველებს, ისე ასაღებდა. ამასთან ერთად, სხვა ცხოველებთან შედარებით, "პანდებთან" ფოტოს გადაღება უფრო ძვირი იყო.
ეს ფანდი შემთხვევით ადგილობრივმა ცხოველთა დამცველებმა შეამჩნიეს. ისინი გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ერთ-ერთი წარმოდგენის დროს, პანდების მაგივრად, ორი უსაყვარლესი, გადაღებილი ჩაუ-ჩაუ აღმოაჩინეს. ამ ფაქტმა ხალხის შეშფოთება გამოიწვია."არ შეიძლება, ფულის გამო, ცხოველს ასე მოექცე."- ამბობენ ცხოველთა დამცველები.
პოლიციამ ცირკის ადმინისტრაციას ლეკვები ჩამოართვა.როგორც შემდგომ გაირკვა, ცირკი არა მხოლოდ ტყუილში დაადანაშაულეს, არამედ მათ უნგრეთში დამზადებული ყალბი საბუთებიც აღმოუჩინეს. ცირკის დირექტორი დანაშაულს უარყოფს და ამბობს, თითქოს არასოდეს გაუხმოვანებიათ ამ ლეკვებზე, რომ ისინი პანდები იყვნენ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!