ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში პრეოქტის - „იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების მონიტორინგის სისტემის დანერგვა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში" პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, კვლევას ბუნების სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი " ატარებს.
პირველ ეტაპზე, მოპოვებული მასალების საფუძველზე, ჩატარდება გენეტიკური ანალიზი და დადგინდება ეროვნულ პარკში მურა დათვის სახეობის რაოდენობა. პროექტი, კავკსიის ბუნების დაცვის ფონდის(CNF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის(GIZ) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის(GEF) დაფინანსებით ხორციელდება. გენეტიკური მეთოდის გამოყენებით, ბიომრავალფეროვნების მუდმივი მონიტორინგი მნიშვნელოვანია სახეობების დაცვისა და შენარჩუნებისთვის. მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, მოეწყო ეკობანაკები, რომელშიც მოხალისე სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პროექტი 2015 წელს დასრულდება, რომლის ფარგლებშიც ფოცხვერის, არჩვისა და კეთილშობილი ირმის სახეობების აღრიცხვაც იგეგმება.