ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 28 » "ადგილზე მისულ ბრიგადას შემზარავი სურათი დახვდა" - სისასტიკე, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა    

12:46:14
"ადგილზე მისულ ბრიგადას შემზარავი სურათი დახვდა" - სისასტიკე, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა
 
"ადგილზე მისულ ბრიგადას შემზარავი სურათი დახვდა" - სისასტიკე, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა
"ადგილზე მისულ ბრიგადას შემზარავი სურათი დახვდა" - სისასტიკე, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა
სოციალურ ქსელ "Facebook"-ზე გვერდი, სახელწოდებით "თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი" რუსთავში, ადამიანის მიერ ძაღლზე სასტიკი ძალადობის ფაქტის შესახებ წერს. 

"ადამიანის სისასტიკეს რომ საზღვარი არ აქვს, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით...
რუსთავიდან დარეკა ქალბატონმა და გვაცნობა, რომ შარტავას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლი საჭიროებდა გადაუდებელ დახმარებას.

ადგილზე მისულ ჩვენს ბრიგადას, შემზარავი სურათი დახვდა... ქართული ქოფაკი სასიკვდილოდ გაუმეტებია არაადამიანს...
გარეგნული დათვალიერებით, ძაღლი იყო ცეცხსასროლი იარაღით დაჭრილი, ყელზე ემჩნეოდა ღრმა ჭრილობის კვალი და ქვედა ყბა მთლიანად დამსხვრეული ჰქონდა...

უკიდურეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ძაღლი გადმოვიყვანეთ ჩვენს თავშესაფარში და არმოვუჩინეთ პირველადი დახმარება...

ამის შემდეგ კი, მივმართეთ ცნობილ ვეტ–ექიმს, აკაკი რუაძეს...
სამწუხაროდ, ბატონმა აკაკიმ საიმედო ვერაფერი გვითხრა: ,,ურთულესი პაციენტია, გარდა იმისა, რომ სხეულის უამრავ ადგილზე აქვს ჭრილობა, რაც ყველაზე საგანგაშოა, ქვედა ყბაზე ძვალი საერთოდ არ არის შერჩენილი, როგორც ჩანს, პირდაპირ ყბაში ესროლა, ენაც კი შუაზეა გაჭრილი... ამ საბრალო ცხოველის გადარჩენის საკითხი ნულის ტოლია... უკიდურესი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, უნდა ვიხსნათ ძაღლი ტანჯვისგან, მოგვიწევს დავაძინოთ..."
ექიმმა რთული გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა.

Zooclub

ეს იყო შოკისმომგვრელი სანახაობა, ჩვენს თვალწინ, სიკვდილს ებრძოდა სასიკვდილოდ დაჭრილი ძაღლი და ფეხზე დადგომას ლამობდა, გაქცევა უნდოდა, სიკვდილისგან გაქცევა...
ჩვენ კი, ვიდექით და ვუყურებდით ჩვენივე მოდგმის სისასტიკის კვალს... ჩვენივე მოდგმის უგულობას და საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულების უტყუარ მაგალითს...
იმ წუთში, არ მინდოდა ადამიანად ყოფნა...

ჩვენთვის არ არის ახალი, ადამიანის ასეთ სისასტიკესთან პირისპირ დგომა. ჩვენს თავშესაფარში ხომ ასობით ძაღლია ადამინისგან გამეტებული...

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მკვდარი ძაღლი პროტესტის ნიშნად რუსთავის მერიის წინ დაგვედო...

Zooclub

გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანეთ, ორიოდე საათის წინ, რუსთავის მერიასთან ძაღლის ცხედარი და თაბახის ფურცელზე სახელდახელოდ ამობეჭდილი ,,კმარა რუსთავი!!!'' დავტოვეთ.

ცხოველთა რამდენიმე უფლებადამცველი ქალბატონიც მოვიდა, ერთ–ერთმა საპატრულო პოლიციაც გამოიძახა...

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ სიცოცხლის გადასარჩენად. ახლა, ჯერი რუსთავის სამართალდამცავებზეა, მოახდენენ თუ არა ამ ვანდალური ფაქტის გამოძიებას", - იუწყებიან თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფრის გვერდზე.


მომხდარ ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციის "ცხოველთა მეგობრების" ფეისბუქის გვერდზე მოკლული ძაღლის შესახებ ახალი ინფორმაცია გავრცელდა:

"ეს საბრალო რუსთავში მე-7 ა მიკრორაიონში ცხოვრობდა. დაახლოებით 10 დღის წინ დაგვირეკა ერთმა ქალბატონმა. კისერზე თოკი ხორცამდეა ჩასული და იქნებ უშველეთო. რომ ვნახეთ ამხელა ძაღლი მისი ტრანსპორტირებისთვის ჩვენ შესაბამისი მანქანა არ გვაქვს და წინააღმდეგობა რომ გაეწია ვეღარც დავიჭერდით. ამითომ ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს ვთხოვეთ დახმარება. 
ჩამოვიდენ მაგრამ უკვე ღამე იყო და ვეღარ ვნახეთ. მისი სიკვდილის წინა დღეს ისევ ვესაუბრე იმ ქალბატონს და შევთანხმდით რომ ტერიტორიაზე რომ იქნებოდა მაშინ დავრეკავით ისევ დასახმარებლად და თბილისიდან მათ ჩამოსვლამდე თვალყურს ვადევნებდით რომ ისევ არ დაკარგულიყო. ვერ მოვასწარით რადგან ჩვენი საუბრიდან მეორე დღეს ანუ გუშინ ძაღლს ესროლეს და საწყალი მე-3 პროფის ეზოში შემთხვევით ნახა ქალბატონმა დოდომ { მას 14 ძაღლი 8 ფისო ყავს}. დამირეკა მე ისევ დავურეკე თამთას. მან ელიზბარაშვილებს და ასე მოხვდა საბრალო კაკო ექიმთან მაგრამ ვეღარ ვუშველეთ. 

Zooclub

მერე აქცია მერიასთან და პატრული გამოვიძახეთ. თუ შეიძლება ამ ამბავში რამე სასიამოვნო იყოს ის არის რომ თვითმხილველი ყავს ამ ფაქტს რომელსაც პატრული მაშინვე გამოუძახებია მაგრამ ძალი ვეღარ უპოვიათ. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი მანქანის ნომერიც კი მიაწოდა პოლიციას. არ ვიცით ვინ არის ეს ადამიანი. თუ შემთხვევით წაიკითხავს ამ პოსტს იქნებ გამოგვეხმაუროს"


Zooclub


მომხდარ შემზარავ ფაქტს ჟურნალისტები ნათია ლაზაშვილი და ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. 

ნათია ლაზაშვილი:
"ეს არის ავადმყოფი, დაკომპლექსებული, დეგრადირებული ადამიანების ქვეყანა! ევროინტეგრაცია კი არა, სერიოზული მკურნალობა სჭირდება ერს!:(((((((".

ინგა გრიგოლია:
"სანამ სასჯელი არ გამკაცრდება, ამ ნაძირლების სიმხეცეს ბოლო არ მოეღება(((((((((((((((((((((((".



 


წყაროhttp://www.zooclub.ge/zuu/siakhleebi/1094-qadgilze-misul-brigadas-shemzaravi-surathi-dakhvdaq-sisastike-romelmac-socialuri-qselebi-shedzra.h
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 3985 | დაამატა: giiiivi | ტეგები: სისასტიკე, რომელმაც სოციალური ქსელები შეძრა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 13
0   Spam
13 revazii   (30.11.2014 13:59:26) [მასალა]
11 24 მე მიზეზის გარეშე ვამბობდი.

0   Spam
12 nugomonadire   (30.11.2014 11:09:54) [მასალა]
ძაღლების მიმართ დაუნდობელი და უმოწყალო მოქცევა ჩემთვის მიუღებელია. არის ადამიანები რომლებსაც ეზიზღებათ ეს საცოდავი არსებები და ეძებენ საბაბს რომ რამე დაუშავონ...

0   Spam
11 24   (30.11.2014 01:34:43) [მასალა]
revazi: ჩემს ერთ მეზობელს ყავდა პიდბული,რამოდენიმე წლის წინ ბიჭები ეზოში თამაშობდნენ საკმაოდ დიდი ასაკისები ეს ძაღლიც პატრონს იქვე ყავდა ერთი ბიჭი არ ისვენებდა მე ფანჯრიდან ვიყურებოდი,რას აღარ უკეთებდა ძაღლს,იმ დონემდე მიიყვნა ძაღლი,რომ რო ჩაავლო ძაღლმა პირი მაგიდა იდგა და მის გარშემო აფორთხიალა,ძლივს მერე თქვეს წყლის ეშინია ძაღლსო და როგორღაც ეს ბიჭი გამოგლიჯეს,სულ მთლად დასისხლიანებული იყო,წაიყვანეს სავადმყოფოში ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ეს ბიჭი ემუქრებოდა ძაღლი უნდა მოგიკლათ ან აქედან წაიყვანეთო,მართლა ხო არ მოაკვლევინებდნენ და ის ძაღლი წაიყვანეს,ამ შემთხვევაში იყო ძაღლის ბრალი?

0   Spam
10 gabu123   (30.11.2014 01:22:01) [მასალა]
ჩემი აზრით ესეთი საქრციელი კანონით უნდა ისჯებოდეს.და თუ კი ძაღლიდან მოხდა თავდასხმა შესაბამის ორგანოს უნდა მივმართოდ არამედ პირსში ვესროლოტ და უმოწყალოთ მივაგდოთ

0   Spam
9 revazii   (30.11.2014 00:14:26) [მასალა]
7 solomon მე იმას კიარ ვიძახი რო ძაგლი მოკლანთქო.რომ უკბენს ან რომ გიკბენს აი მერე ნახავ რას იზამ

0   Spam
7 solomon   (29.11.2014 15:51:44) [მასალა]
სასჯელი აუცილებელია!!!

-1   Spam
6 revazii   (29.11.2014 14:06:00) [მასალა]
5 წლის ბავშვი შარშან ლოტვეილერმა დაკბინა ისე რომ რიანიმაციაში მოახვედრენ ბავშვი.შეილება მზგავსი რაგაც მოხდა.ჩემი შვილი ისე რომ დამიგლიჯოს ტყვიას კიარა ურთულესი წამებით მოვკლავ.გავატყავებ და ისე ვარებიებ.მიზეზის გარეშე რათქმაუნდა არ უნდა მკოექცე ძაგლის ესე.გააჩნია მიზეზსაც.დაკბენდა ეს ვინმეს და მიტო გაიმეტეს

0   Spam
8 24   (29.11.2014 16:50:52) [მასალა]
თუ გააბრაზე და პირში ჩაუძვერი გიკბინოს კი არა შეიძლება შეგჭამოს.

0   Spam
5 revazii   (28.11.2014 23:12:26) [მასალა]
48 48 48 48

0   Spam
4 24   (28.11.2014 20:48:40) [მასალა]
სოფელში ჩემ,თვალწინ ჩემი ძაღლი მოკვდა და ვერაფრით ვერ დავეხმარე,საშინელება იყო ეს ჩემთვის.იმდენი ვინერვიულე.

0   Spam
3 24   (28.11.2014 20:43:56) [მასალა]
არა ადამიანი,როგორ გაიმეტა ძაღლი ესე,ძალიან მტკივა ხოლმე გული,როცა ესეთ ამბებს ვგებულობ. 02 02 02 02

0   Spam
2 akson777   (28.11.2014 17:27:47) [მასალა]
მე აღარ მიკვირს საქართველოში ხალხი ესეთ საცოდაობებს რომ აკეთებენ ასეთი ხალხის ხელში ვიყავით 9 წელი!! დაგვავიწყდა რომ 9 წელი ეს ყაჩაღები ხალხს ძარცვავდნენ კლავდნენ და აუპატიურებდნენ!? ესეთი ხალხი ძაღლს დაინდობს?

+2   Spam
1 dato535   (28.11.2014 14:44:07) [მასალა]
ადამიანები რომლებიც სჩადიან ასეთ ვერაგობას, თვლიან რომ ეს არ არის დანაშაული, თვლიან რომ ზაღლი რომელიც ქუჩაშია საშიშია მათვის და მოქალაქეებისთვის რადგან არც თავის მშობლებმა ასწავლეს(და თუ ასწავლეს მითუმეტეს) რა არის ძაღლი ადამიანისთვის და რას ელის ის საბრალო უპატრონოდ დარჩენილი ადამიანის მთელი გულით და სულით მეგობარი არსება ადამიანებისგან,ასეთ ხალხი იმასაც ვერ ხვდება რომ იმ უპატრონოდ დარჩენილ ცხოველებზე საშიშები რომ არიან და საცოდავებიც,მხდალები და გაუნათლებლები. მიმიფურთხებია თქვენ კაცობაზეც და ქართველობაზეც.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика