თბილისის ზღვის გათევზიანებისთვის გამოყოფილი თანხა წყალში გადაყრილია და ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. ამის შესახებ განცხადებას მეთევზეთა და მონადირეთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ბოკუჩავა „კომერსანტთან“ საუბრისას აკეთებს.
თბილისის მერიამ 2015 წლის ბიუჯეტში თბილისის ზღვის გათევზიანებისთვის 10 000 ლარი გამოყო.
პროგრამა ითვალისწინებს თბილისის ზღვაში თევზის მარაგის აღდგენას და გაფართოებას, რომელიც თავის მხრივ თბილისის ზღვის აუზის გაწმენდას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე სპორტული მეთევზეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროგრამის ფარგლებში თბილისის ზღვაში გასაშვებად შეიძენენ რამდენიმე სახეობის თევზს – ლიფსიტას.
ბოკუჩავა აცხადებს, რომ დღეს თბილისის ზღვის ტერიტორია სავსეა ლელიანით დაწყალმცენარეებით, რომლებიც მავნე, მომწამვლელ ნივთიერებებს გამოყოფენ. ეს კი სასმელწყალს აბინძურებს.
მისი განცხადებით, ასოციაციაციას, დაახლოებით, 2 წლის წინ ჰქონდა მსგავსი პროგრამა, რომელიც ხელისუფლებას შესთავაზეს. თუმცა უშედეგოდ, ხელისუფლება ამით არდაინტერესდა.
„კერძოდ, ჩვენ შეგვეძლო ჩვენი ძალებით, სახელმწიფოს დაუხმარებლად, შეგვეყვანა ისეთიჯიშის თევზი, რომელიც წყალს წყალმცენარეებისგან გაწმენდდა. 2-3 წლის შემდეგ სახელმწიფოს უნდა მოეცა ნებართვა, რომ ჩვენი გაშვებული თევზი დაგვეჭირა. ეს პროექტი თაროზე შემოიდო“, –აცხადებს ბოკუჩავა.
მისი თქმით, კარგია, როცა დღეს თბილისის მერია ამ პროგარმაზე იწყებს ფიქრს, თუმცა ის თანხა, რომელიც ამ მიზნით იქნება გამოყოფილი, სასაცილოა. ბოკუჩავა განმარტავს, რომ ამ მიზნით მინიმუმ 300 000 ლარია საჭირო.
„100 გრამიანი ლიფსიტი 2–3 ლარი ღირს. 10 000 ლარად იმდენი ლიფსიტი მოვა, რომ ეს თბილისის ზღვის ეკოლოგიურ მდგომარეობას ვერანაირად ვერ შეცვლის და ეს თანხაც გადაყრილი იქნება“–აცხადებს ბოკუჩავა.
მისი თქმით, დაახლოებით 15 წელია თბილისის ზღვა არ გაწმენდილა, წლების წინ კი მის წმენდას მეთევზეთა ასოციაცია ახორციელებდა.მაშინ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე დაახლოებით 3000 ლიფსიტა იყო გაშვებული.
გარდა ამისა, მისი თქმით, ეს პროექტი შესწავლილი უნდა იქნას იხტიოლოგების მიერ, ანუ მთ მიერ უნდა იყოს რეკომენდაცია გაცემული, თუ რომელი სახეობის თევზი უნდა გაიშვას.
მისი თქმით, ამისთვის საჭიროა სპეციალური ლაბორატორიაც, რაც ასოციაციას ეხლაც კი გააჩნია და გაცილებით იაფი რესურსებით მოახდენდა საკითხის შესწავლას, ვიდრე ამას დღეს მერია განახორციელებს.
რაც შეეხება სპორტულ მეთევზეობას, ბოკუჩავა აცხადებს, რომ ალბათ მერია ანკესით თევზაობისთვის ბილეთებს გაყიდის.
სოფო ქსოვრელი
წყარო: http://commersant.ge/?menuid=88&id=17317&lang=1
|