ცხოველთა გადარჩენის ცენტრი მსოფლიო მასშტაბით დაუღალავად ასრულებს თავის კეთილშობილ საქმეს. ისინი საშინელ შემთხვევებს ხშირად ხვდებიან. ეს ადამიანები სასიკვდილოდ განწირულ ცხოველებსაც კი ეხმარებიან, რომელთაც, ერთი შეხედვით, გადარჩენის შანსი არ აქვთ. ასეთ მძიმე მდგომარეობასთან მოუწიათ შეჯახება ცხოველთა დამცველებს და როზალის.
ძაღლი, სახელად როზალი კრიტიკულ მდგომარეობაში იპოვეს.
ის მხოლოდ 4 წლის იყო და როგორც ჩანს, ამ პერიოდში, მას დედამიწაზე ჯოჯოხეთური წამების გადატანა მოუწია. ნორმალური ადამიანი ვერასოდეს გაიგებს, თუ როგორ შეეძლოთ ადამიანებს ცხოველი ასეთი ტანჯვისთვის გაეწირათ.
მაგრამ, როდესაც ერთი შეხედვით გადარჩენის შანსი აღარ იყო - მოხდა საოცრება! ეს საწყალი ძაღლი ადგილობრივი ცხოველთა დაცვის ცენტრის წევრებმა იპოვეს.
მკურნალობითა და მზრუნველობით, რომელიც აღმოუჩინეს ამ თავგადადებულმა ადამიანებმა, როზალიმ მალე გამოჯანმრთელება დაიწყო.
ამ ნატანჯმა ძაღლმა, როგორც იქნა, იგრძნო რა იყო სიყვარული და მიჩვევა.
დღეს როზალის უკვე საკუთარი ნამდვილი სახლი აქვს, სადაც ის უყვართ და ზრუნავენ მასზე.
ნორმალური ადამიანი ვერასოდეს გაიგებს იმას, თუ როგორ შეიძლება ცოცხალ არსებას ისე მოექცეს ვინმე, როგორც უვარგის ნაგავს, რომელსაც ქუჩაში ყრიან. მაგრამ კეთილი ხალხის წყალობით, რომლებიც ყოველდღე მილიონამდე ცხოველს გადარჩენაში ეხმარებიან, ჩვენ არ ვკარგავთ რწმენას!
ადამიანებო, შეინარჩუნეთ ადამიანობა!