ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 20 » შექმენი ლეგენდა შენი ძაღლისგან    

22:34:43
შექმენი ლეგენდა შენი ძაღლისგან
შექმენი ლეგენდა შენი ძაღლისგან
 

გია გიორგაძე, კინოლოგიის ფედერაციის პრეზიდენტი: "რომ არა აგრარული უნივერსიტეტის სპორტული დარბაზი, ალბათ გამოფენა ჩაიშლებოდა. უნივერსიტეტი უსასყიდლოდ გვიდგას მხარში. ბიზნესმენებისგან სულ ერთი და იგივე გვესმის, ძაღლი რა სარეკლამო საშუალებაა, რომ მისი გამოფენის სპონსორობამ მოგება მომიტანოსო?! სამწუხაროდ, ძაღლების მეპატრონეებიც უცნაურად იქცევიან - გამოფენაზე თუ მათმა ძაღლმა პრიზი ვერ აიღო, მეორედ თავს არ იწუხებენ. მიიჩნევენ, რომ დაჩაგრეს. რამდენიმე წლის წინ, გამოფენაში მონაწილე ერთ-ერთი ძაღლის პატრონმა ტელეფონით გამომლანძღა, ჩემს ძაღლს პრიზი რომ არ მიეცით, შვილიშვილი ტირის, ბავშვს მიკლავთო?!

ნოემბერში, თბილისში დაგეგმილ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირებული 108 ძაღლისაგან მხოლოდ 18-ია საქართველოს მოქალაქეების, დანარჩენები უცხოეთიდან მოჰყავთ. გამოფენა 22-23 ნოემბერს გაიმართება, რეგისტრაცია 8 ნოემბერს დამთავრდა. გამოფენა არ არის მხოლოდ ძაღლის შესაძლებლობების გამოსავლენად. ეს არის შოუ, სადაც ძაღლი და პატრონი ტანდემში წარსდგებიან და იქ გამოჩნდება, რა დროს უთმობთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს იმ სიყვარულის სანაცვლოდ, რასაც ის უანგაროდ გაძლევთ. ძაღლის პატრონობა არ ნიშნავს მხოლოდ მის კვებას, დაბანას, ფიზიკურ მოვლას, უნდა იზრუნოთ, რომ ის ჯიშის რჩეული, საუკეთესო წარმომადგენელი იყოს და სწორად გამრავლდეს.

სამწუხაროდ, შემოგვყავს საუკეთესო ეგზემპლარები და მერე როგორ ამრავლებენ, კაცმა არ იცის. უამრავი ჯიშიანი ძაღლი არის უსაბუთოდ, რადგან პატრონებმა თავის დროზე არ იზრუნეს საგვარეულო ნუსხის აღებაზე. ცხოველები, უფრო ძაღლები, ყველა აგრარულ ბაზარზე იყიდება, უმეტესად უსაბუთოდ, ან გაურკვეული წარმოშობის საბუთით. ეს საკითხი კანონმა უნდა დაარეგულიროს. ვფიქრობ, კანონმა და დედაქალაქის ხელმძღვანელობამ უნდა მოაგვაროს ძაღლების გამოფენასთან დაკავშირებული პრობლემებიც.

მოგვწონს მსოფლიოს ის ქალაქები, სადაც ძაღლებს ძეგლები უდგათ, ძაღლის და, ზოგადად, ცხოველის მოვლა უმაღლეს დონემდე აქვთ აყვანილი... მაგრამ არაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ თბილისს და საქართველოს სხვა ქალაქებსაც ჰქონდეთ თავისი ლეგენდები ძაღლებთან დაკავშირებით, ვაწყობდეთ ულამაზეს გამოფენებს, გვყავდეს ჩვენი მსოფლიო ჩემპიონები. ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება - ძაღლი, რომელიც გამოფენაზე არ მიიღებს მონაწილეობას და არ ექნება ჯიშისთვის დამახასიათებელი კარგი შეფასებები, გასამრავლებლად არ დაიშვას. ასევე გვინდა, მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოდან საზღვარზე არ გაუშვან ლეკვები, რომელთაც საგვარეულო ნუსხა ან ლეკვის მოწმობა არ ექნებათ. უსაბუთოდ საუკეთესო ძაღლები გაჰყავთ უცხოეთში. სამწუხაროდ, ჩვენს სიმდიდრეს ვფანტავთ, იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ძაღლებისგან ლეგენდები შევქმნათ."

წყაროhttp://zooclub.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1527 | დაამატა: IRAKLIG | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 mirzagg   (22.11.2014 14:08:26) [მასალა]
10 10 10 მართალს ამბობს, ბევრი სამწუხარიდ არ აფასებს ადამიანის საუკეთესო მეგობარს და მონადირის საუკეთესო პარტნიორს 25 25 25 23_30_126 23_30_126

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 27
    სტუმარი: 27
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика