მთავარი » 2014»ნოემბერი»5 » მეთევზემ ზღვაში საოცარი რამ შეამჩნია, რომელიც მისკენ მოცურავდა
23:20:25
მეთევზემ ზღვაში საოცარი რამ შეამჩნია, რომელიც მისკენ მოცურავდა
მეთევზემ ზღვაში მისკენ მცურავი, საოცარი რამ შენიშნა (+ვიდეო)
მეთევზემ თავისი საქმიანობის ისტორიაში, პირველად გამოიყენა ბადე ყველაზე განხვავებული "თევზის" დასაჭერად. ეს არსება დაუძლურებული არწივი აღმოჩნდა. იგი ნავს მიუახლოვდა და მთელი ძალით წყლის პირზე გაჩერებას ცდილობდა. ფრინველი პირდაპირ ნავისკენ მიდიოდა, რათა ვინმესთვის დახმარება ეთხოვა.
მამაკაცმა არწივი ბადის დახმარებით ნავზე აიყვანა. ფრინველი ცუდად გრძნობდა თავს, ამიტომ მეთევზემ გარეულ ცხოველთა დახმარების ცენტრში დარეკა. არწივის დასახმარებლად დროულად მივიდნენ. ის გადაიყვანეს თავშესაფარში, სადაც გარეულ ცხოველებს მკურნალობენ და გამოჯანმრთელების შემდეგ, ისევ ბუნებაში უშვებენ.
არწივის მდგომარეობა გაუმჯობესდა და სულ მალე, მას ბუნებაში დააბრუნებენ. იხილეთ ვიდეო
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!