მსოფლიოში 10 ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქი-ციხესიმაგრე.
ბრილე, ჰოლანდია
ჰოლანდიაში არის ბევრი ქალაქი-ციხესიმაგრე და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი იმ ქვეყნისაგან, რომელიც ესაზღვრება მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოებს – საფრანგეთს და გერმანიას, არ უნდა დავივიწყოთ დიდი ბრიტანეთიც, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი კუნძულია. ბრილე მრავალჯერ გადადიოდა ერთი სახელმწიფოს ხელიდან მეორე სახელმწიფოს ხელში, მათ შორის ინგლისის ხელშიც 1585 წლის შეთანხმების მიხედვით. რამდენიმე წლით ადრე ესპანელებმა განიცადეს მარცხი ქალაქის ალყის დროს, ხოლო 1572 წელს ბრილე დაიკავეს აჯანყებულმა დანიელებმა. ყოველწელს ქალაქში იხსენებენ მოვლენას სახელწოდებით “ცარცის ღამე” და წარმოთქვამენ ერთი და იგივე ფრაზას: “პირველ აპრილს ალვამ დაკარგა თავისი სათვალეები”. ალვა ეს იყო ესპანელი ჰერცოგი, ხოლო “brill” ჰოლანდიურ ენაზე ნიშნავს “სათვალეებს”. ქალაქი-ციხესიმაგრეების კედლების უმეტესობა განადგურებული ან ძლიერ დაზიანებული იქნა მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ არა ბრილესი. საქმე იმაშია, რომ ქალაქის მნიშნველობა განისაზღვრებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს არა კედლების მიხედვით, არამედ მისი გეოგრაფიული მდებარეობის.
ტოლედო, ესპანეთი
ესპანეთიც ძლიერ ამაყობს თავისი შთამბეჭდავი ქალაქი-ციხესიმაგრეებით. ტოლედო ცნობილია თავისი ლამაზი ტაძრებით და კედლებით. ერთ დროს ის იყო ესპანური იმპერიის ცენტრი, რომელსაც მართავდნენ ვესტგოთები და ფორტიფიკაციული ნაგებობები თამაშობდნენ დიდ როლს მის თავდაცვაში. კედლების გარდა აღსანიშნავია ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობაც – ის აშენებულია ბორცვზე, ხოლო ქვემოთ სამი მხრიდან მიედინება მდინარე, ანუ კედლები იცავდნენ დასახლების მხოლოდ ერთ ნაწილს. დღეს მისი არქიტექტურის გამო ტოლედო შეტანილია იუნესკოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის სიაში.
ბენში, ბელგია
კიდევ ერთი პატარა ქვეყანა, რომელსაც უნდა დაეცვა თავი საფრანგეთის და გერმანიის თავდასხმებისგან. ეს ქვეყანა არის ბელგია, რომელიც ამაყობს თავისი ქალაქი-ციხესიმაგრეებით, განსაკუთრებით ქალაქი ბენშით, რომელსაც შემორჩა 1230-იან წლებში აშენებული 2,1 კილომეტრიანი კედელი. ბენში ცნობილია თავისი ყოველწლიური ლუდის ფესტივალებით, კოსტიუმირებული აღლუმებით, დასარტყამებით და ა.შ.
კარკასონი, საფრანგეთი
კარკასონი არის ქალაქ-ციხესიმაგრის კლასიკური მაგალითი. არსებობს ამავე სახელწოდების კომპიუტერული თამაშიც, რომელშიც მოთამაშეებმა უნდა ააშენონ მისი მსგავსი ციხესიმაგრე. ტოლედოს მსგავსად კარკასონიც მდებარეობს ბორცვზე. კედლები გაკეთებულია ისე, რომ ქალაქში პრაქტიკულად არ ხდებოდა დანაშაული. მეცხრამეტე საუკუნეში ჩატარდა კედლების რესტავრაცია.
დუბროვნიკი, ხორვატია
დუბროვნიკი – კიდევ ერთი ბუნებრივი ციხესიმაგრე, რადგან ის გარშემორტყმულია ზღვით. ძველი ნაწილი შემორტყმულია ორკილომეტრიანი კედლით, რომელმაც დიდი სამსახური გაწია ქალაქის თავდაცვაში 1991 წლის 7 თვიანი ალყის დროს, როდესაც იუგოსლავიის სახალხო არმია ქალაქს თავს დაესხა ხორვატიისა და სერბეთის ომის დროს. ალყისას ქალაქის ნაგებობების 56% განადგურდა, მაგრამ კედლები გადარჩა. რესტავრაციის შემდეგ ის შეიტანეს იუნესკოს სიაში კონსტრუქციის ორიგინალურობისათვის.
დიარბაკირი, თურქეთი
ამ ქალაქის კედლები ისეთი ძველია, რომ არავინ იცის აშენების ზუსტი თარიღი. ის ფაქტი, რომ ახ.წ. 349 წელს რომაელებმა ჩაატარეს კედლების რესტავრაცია, ამბობს ამ ფორტიფიკაციური ნაგებობის ასაკზე. კედლების სიგრძე არის 5,5 კილომეტრი, არის 4 კარიბჭე და 82 კოშკი. დიარბაკირი არის ლამაზი ქალაქი მუზეუმებით და შუა საუკუნეებში აშენებული ეკლესიებითა და მეჩეთებით. ქალაქში არის 11-ე საუკუნეში აშენებული ხიდი, რომლის ქვეშაც მიედინება მდინარე ტიგრი(ტიგროსი).
იორკი, ინგლისი
ინგლისის ქალაქებზე საუბრისას მაშინვე ვიშველიებთ ისტორიას, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ქალაქს შემორჩა თავისი კედლები დღევანდელობამდე. მხოლოდ იორკს შეუძლია იამაყოს ოთხკილომეტრიანი კედლებით, კედლების მშენებლობაში და რესტავრაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს როგორც რომაელებმა, ასევე ნორმანდიელებმა. ქალაქის ერთ-ერთი უმნშივნელოვანესი ღირსშესანიშნაობა არის იორკის ტაძარი, რომელიც არის ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ტაძარი.
იჩან-ყალა, უზბეკეთი
კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც შეტანილია იუნესკოს სიაში, იჩან-ყალა, უკანასკნელი ოაზისი ირანის გზაზე, თუკი მიდიხართ უდაბნოს გზით. 10 მეტრის სიმაღლის კედლებს მიღმა არის როგორც მუსულმანური სტილში აშენებული ახალი სახლები, ასევე მეთვრამეტე საუკუნეში აშენებული ძველი სახლებიც.
ტარუდანტი, მაროკო
მაროკოში მდებარეობს ქალაქი, რომელსაც აქვს ექვსკილომეტრიანი კედლები. ტარუდანტი ცნობილია როგორც “მარაკეშის ბებია”, რადგან გარეგნულად მოაგონებს მას, მაგრამ ის უფრო პატარაა ზომებით. მაროკოული ქალაქების უმეტესობაში, ისევე როგორც ტარუდანტში მთავარ ადგილებში მდებარეობს ორი დიდი ბაზარი.
პინიაო, ჩინეთი
ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი კედლებით შეიძლება იამაყოს ჩინურმა ქალაქმა პინიაომ. 12 მეტრის სიმაღლის და 6 კილომეტრის სიგრძის კედლები იუნესკომ აღიარა, როგოროც კარგად შემორჩენილი ჩინური კულტურის ნაწილი. დათვალიერებისას თქვენ ნახავთ 6 გამაგრებულ კარებს და 72 ბასტიონს, ხოლო კედლებს მიღმა მდებარეობენ 10-12 საუკუნის მინის დინასტიის დროინდელი ლამაზი სახლები და ტაძრები. პინიაოს ზედმეტსახელად უწოდებენ “კუსებურ ქალაქს”, რადგან ის გავს კუს(თავი, კუდი და ოთხი ფეხი). ეს ფორტიფიკაციური ნაგებობა იმდენად ცნობილია ტურისტებს შორის, რომ ქალაქის მოსახლეობა სეზონის პიკში იზრდება სამჯერ. მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდი მუშაობს იმაზე, რომ გააკონტროლოს მასიური ტურიზმის გავლენა და შეზღუდოს ხელმისაწვდომობა პინიაოზე.
წყარო: http://ucnauri.com
|