შინაური ცხოველები გამოირჩევიან პატრონებისადმი თავიანთი ერთგულებით, თუმცა აღიარებული ფაქტია, რომ ადამიანის საუკეთესო მეგობრად მაინც ძაღლი ითვლება.ამ მეგობრობის კარგი მაგალითია ამერიკელი ჯონ ენგერისა და მისი ძაღლის - შეპის ამბავი. ყველაფერი 1993 წელს დაიწყო, როდესაც ჯონმა ძაღლების თავშესაფრიდან პატარა ლეკვი მოიყვანა, რომელიც წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა პატრონს და იმდენად შეაყვარა მას თავი, რომ ენგერი ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელ საქციელს ჩადის მის გამო.საქმე იმაშია, რომ ძაღლი ძალიან მოხუცდა (მან ისედაც ამ ცხოველისათვის ზედმეტად დიდხანს იცოცხლა) და უკვე უამრავი დაავადებითაა შეპყრობილი, თანაც, საშინელი ტკივილები სტანჯავს, რომელთა გამო ვერც კი მოძრაობს.ჯონი ყველანაირად ცდილობს მას სიცოცხლე შეუნარჩუნოს და ტკივილი შეუმსუბუქოს, ამიტომ მას ყოველდღე აჰყავს შეპი ხელში და მასთან ერთად სახლთან ახლოს მდებარე ტბაში ცურავს.წყალი ძაღლზე მორფინივით მოქმედებს და ტკივილებისგან დასვენების შესაძლებლობას აძლევს, იგი სიყვარულით ადებს მხარზე თავს თავის პატრონს და, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ისინი საათობით არიან ასე წყალში, ჯონი კი მას მთელი ეს დრო ხელში აყვანილს დაატარებს.ვეტერინარები ენგერს ურჩევენ ძაღლს გაუკეთოს ნემსი, რომელიც მას უმტკივნეულოდ მოკლავს, მაგრამ ჯონი კატეგორიულად წინააღმდეგია.იგი ამბობს, რომ უზომოდ უყვარს თავისი შეპი და, რადგანაც მას მცირე ხნის სიცოცხლე დარჩა, ყოველ წუთს თავის ოთხფეხა მეგობართან გაატარებს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!