მთავარი » 2014»სექტემბერი»19 » ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისთვის ნებართვის მისაღებად შემოწმების გავლა იქნება საჭირო
22:53:15
ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისთვის ნებართვის მისაღებად შემოწმების გავლა იქნება საჭირო
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობამ დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ძალიან მნიშვნელოვან თემებზე. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თეა წულუკიანმა განაცხადა, პირველი ეხება პრემიერის დავალებას, რომელიც იუსტიციისა და შს სამინისტრომ შეასრულეს. კერძოდ, შემუშავდა იარაღის შესახებ კანონში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები. მინისტრის განმარტებით, ამ ცვლილებების თანახმად, მკაცრდება იარაღზე წვდომის წესები - ნებართვის შემთხვევში, დღეს 18 წლიდან ადამიანს შეუძლია შეიძინოს, შეინახოს და ატაროს იარაღი, ახალი ცვლილებებით კი, იმ პირს, ვინც ითხოვს ნებართვას იარაღის შეძენაზე, შენახვაზე ან ტარებაზე, აუცილებლად უნდა იყოს 23 წელს მიღწეული. წულუკიანის განმარტებით, 21 წლის ზღვარი დგინდება სპორტული, გაზისა და სანადირო იარაღის შემთხვევაში. "ცეცხლასროლი იარაღის შემთხვევაში სავალდებული ასაკი იქნება 23 წელი. მთავრობა მიიჩნვეს, რომ 18-დან 23 წლამდე ახალგაზრდას უნდა აინტერესებდეს სწავლა, თვითგანვითარება, დაოჯახება, პროფესიული კარიერა და არა - იარაღის ფლობა. ჩვენ ჩავდეთ სანადირო იარაღის შემთხვევაში დათქმა, რომ ახალგაზრდას, რომელსაც არ მიუღწევია 21 წლის ასაკისთვის, მშობელთან ან სხვა უფროსთან ერთად საშუალება ჰქონდეს, სანადირო საქმიანობას მისდიოს, თუკი ეს მის ინტერესებში იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, ყველა ის პირი, რომელსაც უნდა მოიპოვოს ნებართვა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე, ვალდებული იქნება, გაიაროს გამოცდა - ის შემოწმდება პიროვნულად იმისათვის, რათა გაიცეს ნებართვები მისი სანდოობის და ფსიქიური თვისებურებების მიხედვით.
რა იციან ამათმა რა არის ნადირობა ან იარაღი, იმიტომაა საქართველო განვითარების ზღვარზე რომ პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული ჩვენი სახელოვანი მთავრობა, ასეთ კანონს ისეთი ხალხი იღებს იარაღი ახლოდანაც რომ არ უნახავთ და რაღაც პანიკური შიში რომ აქვთ, ვერ ვხვდები ეს რა კანონია ან რა სარგებელს მოუტანს ხალხს, ან სად ნახეს იარაღს 23 წლის ასაკში აფორმებდნენ, მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი პრეცენდენტი... ძაან უბედურ ქვეყანაში ვცხოვრობთ...
რამე საშველი არ გამოჩნდება რო როგერმე ეს კანონი შეიცვალოს და ასაკობრივი ზღვარი ისევ 18 წელი იყოს ჯერ 2 წელ ნახევარი სიმწრიტ უნდა მომეცადა და ახლა კიდევ 5 წელი უნდა ვიცადო მარტლა რაც გასაკეტებელი ის გააკეთონ ამათმა და სისულელეების კეთებას შეეშვან
ასეთი ტვინგამორეცხილი რო იქნება მინისტრი იმიტომ გვაქვს კარგად საქმე, კანონების მირებას საქართველოში ყველა სამინისტრომ ჯობია ტავისსაქმეს მიხედოს და პირობები გააუმჯობესოს, აბა ევროპელები და ამერიკელები იდიოტები არიან ბავშვობიდან რო აჩვევენ იარაღტან მოპყრობას ადამიანს, კანონი კი არა კულტურა უნდა შეიქმნას, მაშინ არც თეატრში და კინოში სიარული უფლება არ უნდა ქონდეს 23 წლამდე იქაც ხო უცდება დრო ავდგეტ და პირდაპირ დავაპატიმროტ ვაიძულოთ ჯერ სწავლა განათლება მიიღოს და მერე გავუშვათ ტავისუფალ გარემოში ვაი შენს პატროს წულუკიანო , 18 წლიდან ჯაში მიგყავთ და ერაყში და ავღანეთში იხოცებიან ისე რო ცხოვრება არც უნახავთ და ის არის ხო დაშვებული, ცნობისთვის ჩიტები ტყვიებს არ გვესვრიან
ძალიან გონივრული და აზრიანი კომენტარებია. ვეთანხმები Akson 777- ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადრეული ასაკიდან იწყებდეს ბავშვი ნადირობას, როცა ამის სურვილი აქვს. და საერთოდ, რა ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ კრიმინალს აქვს სხვა მიზეზებუ და ის საერთიდ არაა შეხებაში ნადირობასთან, სანადირო იარაღთან. მარტივია ეს..
ეს რომელმა დაასკვნა რომ ნადირობა და იარაღის სიყვარული დაოჯახებას და სწავლას უშლის ხელს... რა გვეშველება თავიდან ისე საინტერესოდ დავიწყე კითხვა და მაინც ჩააჯვეს რა თავისი სირული დასკვნებით
არაა მასე არა. მე მიმაჩნია რომ პატარაობიდან უნდა დაიწყოს ადამიანნა ნადირობა სადღაც 15-16 წლის ასაკიდან , რაც ადრე მიიღებს გამოცდილებას უკეთესია. აბა ის დანიელები, იტალიელები და ამერიკელები (შეერთებული შტატების ზოგ შტატში მიღებულია) გიჟები არიან 12,13 წლის ბავშვებს რო აძლევენ მშობლებთან ნადირობის უფლებას? რატო ხდება ეს ? რომ ბავშვმა პატარაობიდან მიიღოს გამოცდილება და 20-22 წლის ასაკში ისეთი რაღაცეები არ აკეთოს , ჩვენთან რო ხდება, მინდორში რო შედიხარ სანადიროდ და უცებ მანქანა რო გააჩერებს და იგივე მინდორში რო შემოდიან ხალხი შენს მიმართულებით, ან პერელიოტზე იხვი რო მოდის შენზე და ვიღაცა 200 მეტრიდან რო დაუშენს, დაგიფრთხობს, ან ტყის ქათმის პერელიოტზე რო დგეხარ და ვიღაცა წინ რო დაგიდგება. რისი ბრალია ეს იცი რო 20-25 წლისამ ისე აიღო თოფი რო ბავშობაში არანაირი გამოცდილება არ მიუღია, იმიტომ აკეთებენ ასეთ საშინელებებს. ამიტომ მიმაჩნია რომ 15-16 წლისამ უნდა დაიწყოს ნადირობა გამოცდილ ხალხთან ერთად და რო დაღვინდება უკვე ეცოდინება რაარი სწორი ნადირობა. უსაფრთხოებას რაც შეეხება გამოცდილ ხალხთან რო ინადირებ 15-16 წლის ბავშვი ,უსაფრთხებაშიც მიიღებს გამოცდილებას, რო გაიზრდება საფანტს არ მოგაყრის უყურადღებობით როგორც ამას ახალბედა ზრდასრულები აკეთებენ.
ესეიგი ამის შემდეგ ბიჭებს 23 წლიდან წაიყვანენ ჯარში?-აქ თუ არ შეუძლია 23 წლამდე ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა,ტარება შენახვა.და საამისოდ არასრულწლოვანია,-მაშინ 18 წლის ასაკში(23წლამდე)მისი ჯარში გაწვევაც არასწორი იქნება.--რაღაც არამგონია ისიც რომ მხოლოდ 18დან 23წლამდე ახალგაზრდები იდენენ დანაშაულებს და მკვლელობებს,ასეთ საქმეში გარეული ხალხის ასაკი(მეტნაკლებად)არასრულწლოვანებიდან ღრმად მოხუცებულობამდეა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
რას ეთანხმებით ხალხო რას?? ვის გაუგია რომ ადამიანი 21 წლის ასაკში ხდება სრუ წლოვანი, როგორც მე ვიცი 18 წლის ასაკში ხდება ადამიანი სრულწლოვანი. და არანაირად არმივესალმები ახალ კანონს. არც იმას რომ არასრულწლოვანმა უნდა ინადიროს გამოცდილ მონადირესთან ერთად რადგან თოფი ისეთი რამაა რასთანაც უბრალოდ მუგამის გასწორება არშეილება. გინდ ცუდად გამიგეთ გინდ კარგად მაგრამ მე მივესალმები ძველ კანონს და მოხარული ვიქნები თუისევ ის კანონები შემოვა ძალაში. არასრულწოვანებმა არმიწყინოთ მეც ვიყავი თქვენ ასაკში მეც მინდოდა ნადირობა და თოფის ჭერა მაგრამ ჩემი გამოცდილი მონადირეები მეუბნებოდნენ რომ ჯერ ადრე იყო ასე რომ ცუდად არგამიგოთ მაგრამ თქვენთვისაც ადრეა, შეიძლება ბევრ ზრდასრულს ჯობნიდეთ სროლაში და კარგად იცავდეთ მინდორში ნადირობის წესებს მარა მაინც არაა მისაგები თქვენი საქციელი. მე უბრალოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე.
young_hunter_15years_old კი გამოცდილ ხალხთან ან მშობელთან ერთად შეეძლება არასრულწლოვანს ნადირობა. თოფი უნდა იყოს გაფორმებული იმაზე ვინც შენთან ერთად ნადირობს
ამას მეც მივესალმები მაგრამ ერტი რამ მაინტერესებს ტანამსჰრომლების 45 პროცენი თუ 40% 23 წალამდეა? ეხა როგორ მაგატ გაანტავისუპლებენ თუ როგორ ? ამათ ცოტას აინტერესებთ კანონი და ადამიაანის დაცვა ამათთვის მხოლოდ პულის კეთებაა კანონი ბევრი ფაქტი ვიცი ეგრეწოდებული (მანოკი)რომელსაც ტვიტონ ტანამშრომლები დგამენ და ამის მერე რა კანონზეა საუბარი რას აკკეთებენ კანონის დასაცავად და კრიმინალის გარკვევა ტუა მასჰინ ამას პსიქოლოგტან კონტაქტის შემდეგ უნდა აზლევდნენ და არა 86 ლარად ეგ კი კარგია მაგრამ პულის ჯიბეში ცჰაასადებად რო უნდათ ეგააა ცუდი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!