ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » ნადირობის სეზონის გახსნა    

00:37:24
ნადირობის სეზონის გახსნა

ნადირობის სეზონის გახსნა

 
ადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 16 აგვისტოს დაიწყება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ნადირობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მოქმედებს და საქართველოს შსს-ს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ნებისმიერ ბანკშია შესაძლებელი. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ასევე დაადგინა ნადირობის დღიური ლიმიტებიც.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევევ უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არსაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.

სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები
გადამფრენი ფრინველების სახეობები, რომლებზედაც დაშვებულია ნადირობა, მოპოვების დღიური ლიმიტები და ნადირობის ვადები შემდეგია:

ტყის ქათამი (Scolopax rusticola) 3 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 1 მარტამდე);

ჩიბუხა (Gallinago gallinago) - 5 ცალი, მწყერი (Coturnix coturnix) - 20 ცალი, ქედანი (Columba palumbus) - 10 ცალი, გარეული მტრედი (Columba livia) - 10 ცალი, გულიო/გვიძინი (Columba oenas) - 10 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი (Streptopelia turtur) - 10 ცალი; (ნადირობის ვადა აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე);

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით: 

რუხი ბატი (Anser anser) - 5 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 3 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 5 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) - 6 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) - 3 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) - 3 ცალი; მელოტა (Fulica atra) - 6 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) - 3 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) - 6 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) - 5 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) - 3 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) - 5 ცალი.

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია 10 სექტემბრიდან 10 ნოემბრამდე, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ქვემოთ მოცემული დღიური ლიმიტებით:

რუხი ბატი (Anser anser) - 3 ცალი; რუხი იხვი (Anas strepera) - 2 ცალი; ჭიკვარა/სტვენია იხვი (Anas crecca) - 3 ცალი; გარეული იხვი (Anas platyrhynchos) - 5 ცალი; იხვინჯა/ჭახჭახა იხვი (Anas querquedula) - 2 ცალი; ფართოცხვირა/განიერნისკარტა იხვი (Anas clypeata) - 2 ცალი; მელოტა (Fulica atra) - 5 ცალი; კუდსადგისა/ბოლოსადგისა იხვი (Anas acuta) - 2 ცალი; თეთრშუბლა იხვი (Anas penelope) - 3 ცალი; დიდი თეთრშუბლა ბატი (Anser albifrons) - 3 ცალი; წითელთავა ყვინთია (Aythya ferina) - 2 ცალი; ქოჩორა ყვინთია (Aythya fuligula) - 3 ცალი.

ნადირობა აკრძალულია:

სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობის ობიექტებისათვის მიკუთვნებულ სახეობებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან/და მოწყობილობის კონფისკაციით ან უამისოდ.

ნადირობის აკრძალული მეთოდები:

მცენარეული საფარის დაწვა; 
გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; 
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; 
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით - ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; 
ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; 
სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.



http://moe.gov.ge/files/PDF%20%20qartuli/Kvotebi_nadirobaze.pdf


ნადირობის მოსაკრებლის კოდები
 



წყაროhttp://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&info_id=3111
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 5197 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 13
0   Spam
13 uchaomiadze   (25.01.2015 20:36:11) [მასალა]
გაგრდზელეტ სეზონი ტებევრლის ბოლომდე. ვაი მონადირები და ბობოლა კაცის ჰვილები მაინც ინადირებენ და ჰვენ კი უნდა უსმინოტ მატ მონაკოლს

0   Spam
12 jumbo   (14.08.2014 01:33:24) [მასალა]
რაღაც ტკიპის ვირუსი რო გავრცელდა რაიმე ინფორმაცია ხოარ გაქვთ??? ძაღლზე გადასვლის საშიშროება ხოარაა და იქიდან ადამიანზე??? მაინტერესებს და იქნებ დადოთ ინფორმაცია...

0   Spam
11 zaali746   (13.08.2014 00:27:26) [მასალა]
თვითინ თანამშრომლები დადიან სანადიროთ,ჩვენ კი ველოდებით სეზონის გახსნას 48 48 48 48 48 48

0   Spam
9 bimi_nika   (09.08.2014 16:26:30) [მასალა]
ყველაზეა მაგრამ მხოლოდ მონადირეები ითვალისწინებენ სამწუხაროდ. რაც შეეხება ნადირობის ვადებს ჩემი როგორც დამწყები მონადირის აზრით არასწორადაა განსაზღვრული. წყლის ფრინველებზე უნდა იყოს საგაზაფხულო ნადირობა რადგან მათი ნაწილის მოპოვება ამ ვადებში საკმაოდ რთულია საქართველოს რიგ რეგიონებში.

0   Spam
7 akson777   (08.08.2014 19:47:50) [მასალა]
3 ტყის ქათამი ნორმალური რაოდენობაა ჩემი აზრით, თან იმის გონზე რომ ფარით დაზდევენ მთელ საქართველოში. სეზონის გაგრძელებაზე უფრო სხვა აზრის მომხრე ვარ, უნდა შემოღებულ იქნეს საგაზაფხულო ნადირობა , ამ დროს შეიძლებოდეს ტყის ქათმის , დუპელის და იხვის მოპოვება.

0   Spam
6 777   (08.08.2014 14:30:08) [მასალა]
10 10 10

0   Spam
5 zviadauri   (08.08.2014 13:37:40) [მასალა]
საერთოდ ამდენს ვწერთ ყველა!ზოგმა ერთობლივი-წერილიც-მოამზადა-ხელმოწერებით ეს არკმარა არანაირად ასეთი აზრი მაქვს ყველა მონადირეები შევიკრიბოთ 16 აგვისტოს არგავიდეთ სანადიროთ ადგილობრივ თვითმართველობებს მივაკითხოთ და მშვიდობიანი აქციები მოწაყწოთ მთელს საქართველოში.მხოლოდ ასეთი გზით თუ შევძელბთ კანონის უზენაესობის მოთხოვნას!!!სხვა გზა არაეფექტურია წერე და იგიკთხეს პრინციპია მარტო!!!
ხონში რომ მთელი სეზონი შარშან მანოკი არგამორთულა დამთელი პროკურატურა და საგმოდზიებოდადიოდან თბილისიდან დაწყებული ხონით დამთავრებული ასეთ რამეებს წაიკითხავენ გაეცინებათ.სანამ საქართველოში კანონის უზენაესობაარიზეიმებსარაფერიარგამოვა.როდესაც სახელმწიფოს ესა თუ ის რგოლი არმუშაობს სათანადოდ ხალხმა, რომელიც სახელმწიფოს მთავარი რესურსი და საზრუნავია ხმა უნდა აიმაღლოს რათქმაუნდა კონსტიტუციის ფარგლებში.ასე რომ თუ ჩემი წინადადება მისაღებია ვიმოქმედოთ ამ სქემით! 23_30_126

0   Spam
8 tatoxoni   (09.08.2014 11:39:58) [მასალა]
გეთანხმები მეგობარო შარშანდელ მდგომარეობას ხონში არ ვიცი რა დავარქვა და წელსაც იგივე გაგრძელდება სამწუხაროდ აქ სიკეთისკენ საქმე არ მიდის, ამ რამენიმე დღის წინ პოლიციის თანამშრომლებმა გადაწვეს მთელი ჭალები და კიდე ლიმიტს არავინ იცავს კლავენ იმდენს რამდენი გილძის საშუალებაც აქვთ. შარშან სეზონზე 30 გილძზე მეტი არ მისვრია მთელი სეზონის განმავლობაში, რაც მწყერზე ნადირობისთვის ზღვაში წვეთია.

0   Spam
10 aleko90   (12.08.2014 19:19:12) [მასალა]
აზრი არ აქ დგეს ისეთი სროლა იყო ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში გაჩერებამდე ძლივს ავედი

10 10 10

0   Spam
4 SHAKO1981   (08.08.2014 13:18:42) [მასალა]
ბათუმში ვცხოვრობ, რამოდენიმე წელია უკვე აქტიურად ვნადირობ. ძირითადათ გურიაში დავდივარ და ერთხელაც არ შემხვედრია გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლები. ვეთანხმები firali81-ის თუ კონტროლი არ იქნება რა აზრი აქვს საერთოდ ლიმიტების დადგენას და მანოკების აკრძალვას. ის ვინც იცავდა ნადირობის წესებს ის ისედაც დაიცავს, მაგრამ ამ ტრაკონიერებს რომ არაფერი არ ეშველებათ დამსჯელი ღონისძიებების გარეშე ხომ ფაქტია? ასე რომ დროა ხელისუფლებამ მიაქციოს ყურადღება.

0   Spam
3 firali81   (06.08.2014 14:14:41) [მასალა]
ლიმიტები აუცილებელია, მაგრამ ვინ აკონტროლებს ამას? ფიჩორიდან ტონობით დახოცილი იხვი რო გამოაქვთ ამას ვინ აკონტროლებს? ეროვნულ პარკად გამოაცხადეს პალიასტომის ტბა და მიმდებარე ტერიტორია. ეს კარგია მაგრამ მარტო ქაღალდზე დაფიქსირება არ შველის საქმეს. ზამთარში როცა იხვია ფიჩორიდან როგორი სროლები ისმის, გეგონება ომია გაჩაღებულიო. თუ მკაცრი კონტროლი არ იქნება ყოველგვარ აკრძალვას აზრი ეკარგება.ჯერ არ არის გახსინილი ნადირობის სეზონი და ყოველ დილით უბრახუნებენ. მანოკის ხმაც კარგად ისმის. მწყერიც სანატრელი გახდება რადენიმე წლის შემდეგ. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს დაყრუვდა და დაბრმავდა გარემოს დაცვა. ან არ არასებობს ასეთი სტრუქტურა.
მთავარია მონადირეებმა და მეთევზეებმა ვისაც სწორად ნადირობის და თევზაობის სურვილი გვაქვს უნდა გავაქტიურდეთ ბრაკონიერების წინააღმდეგ. ეს სენი როგორმე უნდა დავამარცხოდ.

0   Spam
2 Kaxa   (06.08.2014 03:45:43) [მასალა]
ტყის ქათამი (Scolopax rusticola) 3 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 1 მარტამდე);
ეს მომწეონა ჭკვიანურია რომ გაზარდეს პირველ მარტამდე. თუ ვინმე გააკონტროლებს ვადებს და ლიმიტებს უფრო კარგი იქნება :)

0   Spam
1 uchaomiadze   (06.08.2014 02:09:01) [მასალა]
კი მაგრამ რატო კველაზა არ არის ასეტი აგზალვები მარტო პატიოსან მონადირებზე რომ ხარტ ჰასაფრებული და მიზეზებს რომ ედზებტ

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика