სავანნის (ჯორჯიის შტატი) ძაღლების დამჭერი სამსახურის თანაშრომლებმა 16 ივლისს გამოაქვეყნეს შეტყობინება, რომ ეძებენ ერთ სახლს ორი მეტისისთვის – ჩიხუახუას მეტისი ჩაჩისთვის და პიტბულის მეტისი ჯონისთვის.
ამ წყვილმა ოფიცრების გული პირველი შეხვედრისას დაიპყრო. ძაღლები ქალაქში ერთად ხეტიალის დროს იპოვეს. ჩაჩის ორივე თვალზე საშინელი ინფექცია ჰქონდა და პიტბული, რომელიც მასზე ბევრად ძლიერი აღნაგობის იყო თავისი მეგობარი კბილებით მოჰქონდა. ხანდახან ის ჩერდებოდა, რომ მეგობრის დასიებული თვალები აელოკა. ჩანდა, რომ ჩაჩი ძალიან მადლიერი იყო თავისი მეგობრის.
ჩაჩი თავშესაფრის კლინიკაში მოათავსეს, მაგრამ თვალების გადარჩენა ვერ მოხერხდა. როდესაც ძაღლი მთლიანად გამოჯანმრთელდა ოპერაციის შემდეგ, ჯონის როგორც იქნა მისცეს უფლება მოენახულებინა მისი ძველი მეგობარი. მათი შეხვედრა უზომოდ ემოციური იყო – ისინი წკმუტუნებდნენ, ლოკავდნენ და თბილად ეხუტებოდნენ ერთმანეთს.
თავშესაფრის თანამშრომლები ამბობენ, რომ შესანიშნავი იქნება, თუ ორივე ძაღლი ერთ პატრონთან მოხვდება, რაც სამწუხაროდ იშვიათია, თუმცა – შესაძლებელი.