club-monadire.ge და საიტი Bazieri.ge ვაწყობთ ერთობლივ შიდა ჩემპიონატს მრგვალ სტენდში. შეჯიბრი ჩატარდება მრგვალი სტენდის პრინციპების სრული დაცვით, რადგანაც ეს შეჯიბრი მოყვარულთა შორის ტარდება, შესაბამისად, შერჩეული იქნა რამდენიმე მარტივი პოზიცია და პოზიციათა რაოდენობაც შემცირდა სამამდე.
შეჯიბრი ჩატარდება გურიაში, ოზურგეთის რაონის, სოფ. წითელმთაში. შეჯიბრის მიზანია ერთმანეთის უკეთ გაცნობა და, ზოგადად, სასტენდო სროლის პოპულარიზაცია, წითელი მთის მივიწყებული სასროლეთის ტრადიციების აღდგენა, რომელსაც უმასპინძლია საკავშირიო და ევროპის ჩემპიონატებისთვის. საქართველოში საუკეთესოა და ყოფილ საბჭოთა კავშირის მაშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო , თან, რაც მთავარია, ამ შეჯიბრს ექნება ანტიბრაკონიერული ხასიათი. შეჯიბრი ჩატარდება ამა თვის 22 რიცხვში. ეს ჩემპიონატი იქნება ყველასგან განსხვავებული, რაც აქამდე ჩატარებულა! რაც მთავარია, ტარდება წითელი მთის ძალიან მაგარ სასროლეთზე!! მაგარი მოედანი, მაგარი ბუნება და ხედები!!
ამ ჩემპიონატს საპატიო სტუმრებად დაესწრებიან გასული საუკუნის ცნობილი მსროლელები და ჩემპიონები!
ვეცდებით ფოტო და ვიდეო მასალა მოგაწოდოთ მოგვიანებით, სადაც ნათლად დაინახავთ, თუ როგორ სასროლეთზე ჩატარდება ეს ჩემპიონატი!
ერთი სიტყვით, ყველას მოვუწოდებ მონაწილეობის მისაღებად და დასასწრებად!
www. Bazieri.ge-სა და club-monadire.ge -ს ერთობლივი ჩემპიონატის მრგვალ სტენდზე მოყვარულთა შორის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 30 ლარს, აქედან 25 ლარი ვაზნის და სამიზნე/თეფშის ღირებულებაა ხოლო 5 ლარი საპრიზო ფონდისთვის.
2. მონაწილემ უნდა ისროლოს სამი პოზიციიდან, პირველი პოზიციიდან 10 გასროლა, მეორე პოზიციიდან 10 გასროლა და მესამე პოზიციიდან 5 გასროლა.
3. ფინალურ ეტაპზე გადადის 6 მონაწილე ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება. ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად თუ თანაბარი ქულები დაფიქსირდა მე-6 ადგილისთვის, მაშინ იქნება გადასროლა პირველ დაცილებამდე, ასევე თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი სამეულის გამოსავლენად პირველ დაცილებამდე,
3.1 ფინალში მონაწილეები გაისვრიან პირველი ორი პოზიციიდან ხუთ- ხუთ ვაზნას, ჯამში 10 გასროლა
4. ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეს აღებული ქულები გადაყვება და ფინალში აღებულ ქულას დაემატება.
5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან.
6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით.
7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.
8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს!
9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული „ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!!
ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოები) ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!!
ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!
10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!!
წყარო: http://www.bazieri.ge
|